არომატული ბაღი შენს სამზარეულოში - როგორ გავზარდოთ მცენარეები მარტივად სახლის პირობებში? - Gemrielia.ge

არომატული ბაღი შენს სამზარეულოში - როგორ გავზარდოთ მცენარეები მარტივად სახლის პირობებში?

სახლში, განსაკუთრებით სამზარეულოში, შეგიძლია მარტივად გაზარდო არომატული მცენარეები, რომლებიც არამხოლოდ სივრცეს ალამაზებენ, არამედ თქვენი კერძებისთვის არაჩვეულებრივი გემოებისა და სურნელის დამატებაც შეუძლიათ. ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ და მარტივად მოსავლელ ვარიანტს:

ბაზილიკი (ბაზილიკო)

baziliko-1746094347.jpg

როგორ დავრგოთ:

ბაზილიკის გაზრდა შეიძლება როგორც მარცვლიდან, ისე ნერგიდან. თუ მარცვლებით იწყებ, ჩაყარეტ 2–3 მარცვალი ღრმა ქოთანში. გამოიყენეტ მსუბუქი ნიადაგი და ქოთანი თბილ ადგილას დადგიტ (მინიმუმ 20°C). როდესაც მცენარე წამოიზრდება და პატარა ბუჩქებად ჩამოყალიბდება, გადარგე თითოეული ცალკე ქოთანში.

  • მზის სინათლე: ძალიან უყვარს – მინიმუმ 6 საათი დღეში
  • მორწყვა: 3-4-ჯერ კვირაში, რეგულარული; ნიადაგი ოდნავ ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იყოს წყლით გაჟღენთილი. უმჯობესია დილით მორწყვა
  • გამოყენება: პესტო, პასტა, სალათები, პიცა

კამა

kama-1746094463.jpg

როგორ დავრგოთ:

კამას მარცვლებით ვაგროვებთ. დათესვამდე უმჯობესია, მარცვლები ერთი ღამით თბილ წყალში გააჩეროთ. შემდეგ დათესეთ დაახლოებით 1 სმ სიღრმეზე პირდაპირ იმ ქოთანში, სადაც გსურთ მისი გაზრდა, რადგან გადარგვას ცუდად იტანს.

  • მზის სინათლე: უყვარს ნათელი ადგილი
  • მორწყვა: რეგულარული, ზედმეტი მორწყვა არ უყვარს. 2-3-ჯერ კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია, მაგრამ თუ ცხელი ამინდებია, მაშინ შეიძლება ყოველდღეც დასჭირდეს მსუბუქად მორწყვა.
  • გამოყენება: თევზეული, კარტოფილი, მწნილები

ქინძი (კორიანდრი)

qindzi-1746094571.jpg

როგორ დავრგოთ:

მარცვლები ოდნავ დაჭყლიტე, რადგან ასე უკეთ და სწრაფად გაღივდება. დათესეთ დაახლოებით 1–1.5 სმ სიღრმეზე ფართო ქოთანში. გამოიყენე ფხვიერი და ოდნავ ტენიანი ნიადაგი.

  • მზის სინათლე: უყვარს მზე, მაგრამ ტენიან ადგილასაც ხარობს
  • მორწყვა: ხშირად მორწყეთ, დილაობით კვირაში 3-4-ჯერ.
  • გამოყენება: სალათები, ქართული კერძები (მაგ. ხინკალი, საცივი, ლობიო)

შეგიძლიათ ეს მცენარეები ფანჯრის რაფაზე დადგათ, კედელზე ჩამოკიდებულ ქოთნებში ან მცირე ზომის ბაღშიც კი. ისინი ყოველდღიური კერძებისთვის ახალი არომატების დამატებასთან ერთად, ბუნებრივ სილამაზესა და სიმწვანესაც შემოიტანს თქვენს სამზარეულოში.