თუ წელს პომიდვრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები
დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ წელს საუკეთესო პომიდვრის მოსავალი მიიღოთ.
პომიდორი რომ უხვმოსავლიანი იყოს ამისათვის საჭიროა:
1 ლიტრი უცხიმო რძე, კეფირი ან შრატი. ნახევარი ჭიქა ნაცარი. რძეს და ნაცარს ურევენ 5 ლიტრ წყალს და უმატებენ 10 წვეთ იოდს.
გამოყენების წესი:
მიღებულ ხსნარს ასხურებენ მცენარეს კვირაში ერთხელ განვითარებისა და ზრდის განმავლობაში. ეს იცავს და კვებავს პომიდორს ვიტამინებით. მოსავალი იქნება უხვმოსავლიანი, წვნიანი და გემრიელი.