იტალიური გემოები მარტივ კერძებში - ჩემს აღმოჩენას გიზიარებთ!
როგორ ძლიერადაც არ უნდა გიყვარდეს სამზარეულო, ყოველდღე იმის მოფიქრება: „დღეს რა მოამზადო?“ ზოგჯერ ნამდვილ თავის ტკივილად იქცევა. თანამედროვე ქალებისთვის და განსაკუთრებით დიასახლისებისთვის, ეს კითხვა იმდენად გამაღიზიანებლად რუტინული გახდა, თითქოს ყოველი დღე პატარა კულინარიული გამოცდაა. გადაღლილობის, დროის უკმარისობის და ყოველდღიური საქმეების ფონზე, წვრილმანი გადაწყვეტილებები, როგორიცაა სადილის მენიუს მოფიქრება, საკმაოდ დამღლელი ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მშიერი ოჯახი გელოდება.
სწორედ ასეთ მომენტებში ხვდები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამზარეულოში ისეთი პროდუქტის აღმოჩენა, რომელიც არა მხოლოდ დაგაზოგვინებს დროს, არამედ გასიამოვნებს კიდეც. მინდა ჩემი ბოლო პერიოდის აღმოჩენა მარტივი რეცეპტები გაგიზიაროთ.
ქართულ ბაზარზე ხორცპროდუქტების ასორტიმენტი თითქოს მრავალფეროვანია – სუპერმარკეტებში მრავლად გვხვდება ძეხვები, მათ შორის შებოლილი პროდუქტები, თუმცა ხარისხის, გემოსა და ავთენტურობის იდეალურ ბალანსს იშვიათად შეხვდებით. ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენაა ახალი ქართული პრემიუმ ბრენდი „შეფმაისტერი“, რომელიც აწარმოებს ნედლად შებოლილ ძეხვეულს, ევროპული ტექნოლოგიებითა და ავთენტური რეცეპტურით. ძეხვების ასორტიმენტი საკმაოდ შთამბეჭდავია, დაახლოებით ცხრა განსხვავებული სახეობაა, თითოეული მათგანი იტალიური რეგიონის შთაგონებითაა შექმნილი. სახელებიც შესაბამისი აქვს: სალიამინო აგრიჯენტო, სალიამი დი ნაპოლი, სალიამი პიკოლინი, სალჩიჩონი და სხვა.
სცადეთ, ქათმის ფილე უგემრიელეს "სალჩიჩონისთან" ერთად
ძალიან წვნიანი და მადისაღმძვრელი კერძია.
ინგრედიენტები:
- ქათმის მკერდი (ფილე) 2 ც.
- ძეხვი „სალჩინონი“ დაჭრილი
- პომიდვრის სოუსი („არაბიატა“)
- ყველი „მოცარელა“ (ან სულგუნი)
- პაპრიკა
მომზადების წესი:
- ქათმის ფილე გაჭერით შუაზე, წაუსვით პომიდვრის სოუსი. დაალაგეთ თხლად დაჭრილი ძეხვის ნაჭრები, ზემოდან დაადეთ ყველი.
- გადაკეცეთ ქათმის ფილე (სენდვიჩივით). ზემოდან მოაყარეთ დაფქული პაპრიკა.
- ქათმის ნაჭრები მოატავსეთ აეროგრილში, არომატისთვის შეგიძლიათ ჩააყოლოთ წიწაკა.
- გამოაცხვეთ თქვენი აეროგრილისთვის რეკომენდებული რეჟიმით.
ორიგინალური წასახემსებელი, იდეალურია ფეხბურთის ყურების დროს, ჩიფსებთან მისართმევად
ძალიან ორიგინალური და გემრიელი ჩიფსის პიცა „შეფმაისტერის“ „პეპერონით“ მზადდება.
ინგრედიენტები:
- პომიდვრის პიურე (გახეხილი პომიდორი)
- გახეხილი ყველის მიქსი (ჩედარი და მოცარელა, ან სულგუნი)
- ძეხვი „პეპერონი“ თხლად დაჭრილი
- ოხრახუში (ზემოდან მოსაყრელად)
მომზადების წესი:
- ტაფაზე მოშუშეთ გახეხილი პომიდორი (ქილის).
- დაუმატეთ გახეხილი ყველის მიქსი და ძეხვი „პეპერონის“ ნაჭრები გადაანაწილეთ ზემოდან, როგორც პიცაზე.
- მიირთვით თქვენს საყვარელ ჩიფსებთან ერთად.
სცადეთ და შედეგი გაგვიზიარეთ კომენტარებში!
NS