როგორ მოვამზადოთ ქათამი ყველაზე გემრიელად: 2 მარტივი რეცეპტი Mova-ს აეროგრილთან ერთად
ჯანსაღი კვება სულაც არ გულისხმობს უგემურ საჭმელს, დიეტასა და შიმშილს, არამედ ეს არის მრავალფეროვანი და დაბალანსებული რაციონი, რომელშიც არც გადამუშავებული ნახშირწყალი, ზედმეტი შაქარი და ტრანსცხიმები არ შედის.
ბოლო წლებში აეროგრილი მთავარი დამხმარე გახდა მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება და ცდილობს, დაბალანსებულად იკვებოს. თანამედროვე აეროგრილი პატარა ღუმელს ჰგავს, რომელსაც რამდენიმე ფუნქცია აქვს: წვავს, აცხობს, აშრობს და სხვა. შედეგად ვიღებთ გემრიელ, თანაბრად მომზადებულ საკვებს, რომელიც გარედან ხრაშუნაა, შიგნიდან კი - წვნიანი. აეროგრილები განსხვავდება ხარისხით და ფუნქციურობით. მაგალითად, ერთ-ერთი პოპულარული აეროგრილი - Mova არის მრავალფუნქციური სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მარტივად და სწრაფად მოვამზადოთ გემრიელი საკვები, სენსორზე ერთი შეხებით. აეროგრილით სადილის მომზადებას არ სჭირდება პროფესიონალური კულინარიული ცოდნა და განსაკუთრებული უნარები. მთავარია, სწორად შევარჩიოთ ინგრედიენტები, დანარჩენში კი ჭკვიანი ტექნიკა დაგვეხმარება.
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან შეიცავს მაღალი ხარისხის ცილას, მინიმალური რაოდენობით ნატრიუმსა და გაჯერებულ ცხიმებს. შედეგად, ვიღებთ დიდი რაოდენობით პროტეინს და ნაკლებ კალორიას. ქათმის ხორცში შედის B-ვიტამინები და ისეთი აუცილებელ მინერალები, როგორიცაა ფოსფორი და სელენი, რომლებიც ხელს უწყობს ენერგეტიკის პროცესებს, კუნთების აღდგენასა და იმუნური სისტემის გაძლიერებას.
ქათმის ხორცის მომზადება Mova Air Fryer-ში ბევრნაირადაა შესაძლებელი: შეგიძლიათ მთლიანად გამოაცხოთ, ან მოამზადოთ ცალკე ფილე, ქათმის ფრთები, ან ბარკლები, სხვადასხვანაირი მარინადით.
გთავაზობთ ქათმის მომზადების 2 გემრიელ და მარტივ რეცეპტს აეროგრილისთვის:
ქათამი ქინძითა და ლაიმით
ინგრედიენტები:
- 1 ცალი ქათამი (ვარია) (დაახლოებით 700 გ)
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- 0.25 ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი
- 1 კბილი ნიორი, დაჭყლეტილი
- 2 ს.კ. დაჭრილი ქინძი, + დამატებით მორთვისთვის
- 1 ს.კ. ექსტრა ვირჯინი ზეითუნის ზეთი
- 1 ს.კ. ლაიმის ახლად დაწურული წვენი
- 0.75 ჩ.კ. ნაკლებად მარილიანი სოიას სოუსი
- 0.25 ჩ.კ. დაფქული ძირა
- ლაიმის ნაჭრები სერვირებისთვის
მომზადების წესი:
- ქათამს ყველა მხრიდან წაუსვით მარილი და პილპილი;
- მოამზადეთ მარინადი: პატარა თასში აურიეთ ნიორი, ქინძი, ზეითუნის ზეთი, ლაიმის წვენი, სოიას სოუსი და ძირა. დაასხით მარინადი ქათამს და გააჩერეთ 15–30 წუთი, ოთახის ტემპერატურაზე;
- ამოიღეთ ქათამი მარინადიდან და გადაიტანეთ აეროგრილის თასში, ზემოდან მოასხით დარჩენილი მარინადი.
- გამოაცხვეთ თქვენი აეროგრილის რეჟიმის შესაბამისად. პერიოდულად გადაატრიალეთ, სანამ კანი არ გახდება ოქროსფერი და ხორცი სრულად არ მომზადდება.
- გამომცხვარი ქათამი გადაიტანეთ თეფშზე, დარჩენილი წვენი გადაასხით ზემოდან, მორთეთ დაჭრილი ქინძითა და ლაიმის ნაჭრებით.
ქათმის ბარკლები ბარბექიუს სოუსით
ინგრედიენტები:
- 8 ქათმის ბარკალი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- 0.25 ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი
- 3 ჩ.კ. ექსტრა ვირჯინი ზეითუნის ზეთი
- 1 კბილი ნიორი, დაჭყლეტილი
- 0.75 ჭიქა კეტჩუპი
- 0.5 ჭიქა ვაშლის ძმარი
- 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი
- 2 ჩ.კ. შებოლილი პაპრიკა
- 0.5 ჩ.კ. დაფქული ძირა
- დაჭრილი ოხრახუში კერძის სერვირებისთვის
მომზადების წესი:
- მოათავსეთ ქათმის ბარკლები დიდ თასში, წაუსვით მარილი, პილპილი და 2 ჩ.კ. ზეთი, ისე რომ ყველა მხარე თანაბრად დაიფაროს.
- მოათავსეთ ბარკლები აეროგრილში, ერთმანეთისგან დაახლოებით 1–1,5 სმ დაშორებით და გამოაცხვეთ 200 °C–ზე 10 წთ.
- სოუსის მომზადება: პატარა ქვაბში დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ დარჩენილი 1 ჩ.კ. ზეთი და ნიორი, შეურიეთ და მოშუშეთ 1 წთ, სანამ არომატს არ იგრძნობთ. დაამატეთ კეტჩუპი, ვაშლის ძმარი, ყავისფერი შაქარი, პაპრიკა და ძირა. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და გააჩერეთ დაახლოებით 10 წთ, პერიოდულად ურიეთ. ნახევარი სოუსი ამოიღეთ ცალკე ჯამში, დარჩენილში ამოავლეთ ბარკლები.
- დააბრუნეთ სოუსით დაფარული ბარკლები აეროგრილში და შეწვით კიდევ 7–10 წთ, სანამ ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება.
- სერვირება: ამოიღეთ თეფშზე, დაასხით ზედ დარჩენილი სოუსი აეროგრილიდან, მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით და მიირთვით გადანახულ სოუსთან ერთად.
აეროგრილი მარტივი გამოსაყენებელია იმ ადამიანისთვისაც კი, ვინც საჭმლის მომზადებას არ არის მიჩვეული. მისი მეშვეობით საკვების მომზადება შესაძლებელია ნაკლები ცხიმით, ან საერთოდ უცხიმოდ. აეროგრილი მარტივად ირეცხება, არ სჭირდება წინასწარ გაცხელება და გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებს სამზარეულოში, ვიდრე მიკროტალღური ღუმელი.
არსებობს სხვადასხვა მახასიათებლის მქონე აეროგრილები, რომლებიც ერთმანეთისგან მოცულობით, მასალის ხარისხითა და ფუნქციურობით განსხვავდება. თუ თქვენთვის სასურველ მოდელს ახლა არჩევთ, გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ:
Mova Air Fryer FD20 Pro 9L გამოირჩევა მაღალი სიმძლავრით (2700 W) და ტემპერატურის კონტროლით 40-230 გრადუსამდე. 9 ლიტრიან კონტეინერს აქვს როგორც ერთიანი, ასევე 2 დამოუკიდებელი რეჟიმი. შეუძლია ორი კერძის ერთდროულად მომზადება. მოდელს აქვს 7 რეჟიმი, რომლის მართვაც ეკრანზე მოთავსებული სენსორით შეგიძლიათ: შეწვა, ცხობა, გამოშრობა, ყინულის გალღობა, დაძველება, იოგურტის ფერმენტაცია. მოდელის ერთ-ერთი უპირატესობაა ისიც, რომ ალუმინის მასალა დაფარულია მიწვის საწინააღმდეგო ზედაპირით.
რაც შეეხება კიდევ ერთ პოპულარულ და მაღალტექნოლოგიურ მოდელს, Mova FD10 Pro-ს, მას აქვს 6 ლიტრიანი კონტეინერი და 1800 W სიმძლავრე, რაც საკმარისია პატარა ოჯახისთვის. გასათვალისწინებელია, რომ უჯრის გამოღებისას პროცესი ავტომატურად პაუზდება და დაბრუნებისას იმავე პარამეტრებზე გაგრძელდება. აეროგრილი ძალიან ჩუმია, აქვს 11 რეჟიმი, რომელიც ასევე სენსორული ეკრანიდან იმართება. მისი ღია ფანჯარა შიდა განათებითა და სენსორული ღილაკით შექმნილია იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს დააკვირდეთ მომზადების პროცესს.
აეროგრილი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც არ უყვარს ზედმეტი ცხიმის გამოყენება კერძებში, არ აქვს ბევრი დრო სამზარეულოში გასატარებლად და ცდილობს იკვებოს ჯანსაღად და გემრიელად.
R