როგორ მოვიშოროთ მუცლის ცხიმი და რა უნდა გავითვალისწინოთ კვების პროცესში? - რას გვირჩევს ფიტნეს მენტორის რჩევები
ფიტნეს მენტორი, ლუკა ჩიხლაძე გადაცემაში "შუადღე" კვების რაციონისა და იმ ვარჯიშების შესახებ საუბრობს, რაც წონაში კლების პროცესში დაგვეხმარება. ასევე სპეციალისტი გვირჩევს, თუ როგორ შეგვიძლია, მუცლის ცხიმი მოვიშოროთ:
- მუცლის ცხიმის მოშორება იმიტომაა რთული, რომ ბიოლოგიურადაა დაცული. ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუცლის არეში ცხიმი ჰქონდეს. გარდა ამისა, გენეტიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს. ძირითადად, ცხიმის დაგროვების ადგილი სტატისტიკურად მუცლის არეა. მუცლის ცხიმიც ცხიმის წვის დროს ისეთივე პროცესს გადის, როგორც ორგანიზმის სხვა ნებისმიერ ადგილას. თუმცა, მუცლის ცხიმი ბოლო იწვება ხოლმე, გრძელვადიანი პროცესია და ადამიანს ზოგჯერ საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს.
გარდა გენეტიკური ფაქტორისა, ძალიან მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, თუ რას ვჭამთ. შესაძლოა, ჰორმონალური პროცესები, სტრესი ახდენდეს გავლენას. ასევე, უმოძრაო ცხოვრების წესი, იმაზე მეტი საკვების მიღება, ვიდრე ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. ძილის უკმარისობაც შიმშილის ჰორმონების გააქტიურებას იწვევს. თუ დაჰკვირვებიხართ, ცუდი ძილის შემდეგ, მეორე დღეს იმაზე უფრო მშიერი ხართ, ვიდრე ჩვეულებრივ. ზოგჯერ 3 თვით ვდიეტობთ, შემდეგ ვუბრუნდებით იმას, რასაც იქამდე ვაკეთებდით, რაც არასწორია. ცხოვრების ჯანსაღი წესი უნდა შევიმუშაოთ...განაგრძეთ კითხვა