"წლებია ამ მეთოდით ვინახავ ტყემალს, ზამთარში კი ნებისმიერ დროს შემიძლია მოვამზადო ახალი ტყემალი და ჩაქაფული" - დიასახლისი საკუთარ მეთოდს გვიზიარებს - Gemrielia.ge

"წლებია ამ მეთოდით ვინახავ ტყემალს, ზამთარში კი ნებისმიერ დროს შემიძლია მოვამზადო ახალი ტყემალი და ჩაქაფული" - დიასახლისი საკუთარ მეთოდს გვიზიარებს

დიასახლისი Colorful_kitchen_window გემრიელიას "ფეისბუკ" ჯგუფში ახალი ტყემლის შენახვის საკუთარ მეთოდს გვიზიარებს.

"ტარხუნა უნდა გავარჩიოთ — მოვაშოროთ უხეში ძირები, ხოლო ქორფა ნაწილები ქილაში მოვათავსოთ. ამის შემდეგ შეგვიძლია ქილები გადავავსოთ ტყემლით. ეცადეთ, რომ ოდნავ მეტი ტყემალი მოათავსოთ, რადგან ხარშვის დროს ის პატარავდება და იკლებს. სურვილისამებრ, ნაწილი ტყემალი შეიძლება ტარხუნის გარეშე მოვათავსოთ ქილებში. შემდეგ ქილები წყლით უნდა გადავავსოთ, დავახუროთ ხუფები და მოვათავსოთ დიდ ქვაბში. ვადუღებთ და ადუღებიდან 20 წუთში ტყემალი მზად არის. ამის შემდეგ ხუფიანად ვაქცევთ ქილებს ქვემოთ, თბილად ვხუფავთ და ვტოვებთ 24 საათით. დროის გასვლის შემდეგ კონსერვები მზადაა და შეგიძლიათ გადაანაცვლოთ სარდაფში ან გრილ, ბნელ ადგილას შესანახად", - წერს დიასახლისი.

tyemlis-momzadeba-1747725356.jpg