"ყველაფერი მარტივად და დაწვრილებით არის ახსნილი..." - როგორ უნდა მოამზადოთ სულგუნი სახლში (+ვიდეო) - Gemrielia.ge

"ყველაფერი მარტივად და დაწვრილებით არის ახსნილი..." - როგორ უნდა მოამზადოთ სულგუნი სახლში (+ვიდეო)

გემრიელიას ფეისბუქ ჯგუფში მომხმარებელი ხატია ხარშილაძე სულგუნის მომზადების ვიდეორეცეპტს აქვეყნებს.

"სულგუნს შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმა მისცეთ. კარგი სულგუნისთვის საჭიროა ნატურალური რძე და მისგან ამოყვანილი იმერული ყველი, რომელსაც ოთახის ტემპერატურაზე მოვამწიფებთ. შემდეგ დავჭრით თხელ ნაჭრებად, გადავიტანთ ადუღებულ წყალში, დავამუშავებთ და შემდეგ ცოტახნით მარილიან წყალში შევინახავთ", - ამბობს მომხმარებელი.