"ზოგს ჯანსაღი ჰგონია, როცა სადილს ხილს დააყოლებს" - რატომაა კიტრისა და პომიდვრის ერთად მირთმევა ცუდი და რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი?
როდესაც ორგანიზმში ერთდროულად ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტები ხვდება, მათი მონელება რთულდება, საჭმლის მომნელებელი სისტემა მეტისმეტად იტვირთება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები იწყება. რა რასთან არ უნდა მივირთვათ - თემაზე ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებას ჩვენი ორგანიზმისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კუჭ-ნაწლავის სისტემიდან იმ ყველა ვიტამინის, მიკრო, მაკრო ელემენტებისა და ნუტრიენტების ათვისება ხდება, რომლებიც ჩვენს ორგანოთა სისტემას ჯანსაღი და ნორმალური ფუნქციონირებისათვის სჭირდება. ასევე, კუჭ-ნაწლავის სისტემა ძალიან ჭკვიანი და ძლიერი მექანიზმია. მას შეუძლია, ერთდროულად რამდენიმე დავალება შეასრულოს, მოინელოს ცხიმები, ნახშირწყლები, ცილები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მას ძალიანაც არ გავურთულოთ საქმე. როდესაც საკვებს ვარჩევთ, ყურადღება მივაქციოთ არა მხოლოდ კალორაჟსა და შემადგენლობას, არამედ იმასაც, თუ რას რასთან მივირთმევთ. აქვე აღვნიშნავ, ქვემოთ ჩამოთვლილი კომბინაციები რომ რადიკალურად არ გამოვიყენოთ, ასე არ არის. თუ 80% ჯანსაღად ვიკვებებით, 20%-ს ჩვენი ორგანიზმის "გვაპატიებს".
დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული კომბინაციით. ბევრ ადამიანს ეს ჯანსაღიც კი ჰგონია, როდესაც ხორციან, ნოყიერ საკვებს მივირთმევთ და დესერტად ხილს დავაყოლებთ. ეს არ შეიძლება. ძალიან საზიანო კომბინაციაა, ვინაიდან ხილი, დაახლოებით, კუჭში 20 წუთი ყოვნდება და მისი მონელებისთვის დიდი დრო საჭირო არ არის. ხოლო, ხორცი უფრო რთული პროდუქტია და მის მონელებას მინიმუმ 2 საათი სჭირდება. კუჭს არ შეუძლია, ჯერ ხილი გაატაროს ნაწლავებში და შემდეგ ხორცი. ამიტომ, კუჭში ხილიც ყოვნდება, რაც შემდგომ მონელების დარღვევას იწვევს და ისეთი გვერდითო მოვლენები შეიძლება, გამოვლინდეს, როგორებიცაა გულძმარვა, ყაბზობისკენ მიდრეკილება, მუცლის შებერილობა, სიმძიმე მუცლის არეში. გარდა ამისა, ხილი შაქარს შეიცავს. სადილს დაყოლებული ხილი კიდევ მეტად გაააქტიურებს ისეთ ჰორმონს, როგორიც ინსულინია, რომელიც კიდევ უფრო აღგვიძრავს მადას და საკვებს ცხიმოვან ქსოვილში გადაიყვანს. ხილი კვებამდე ან 30 წუთით ადრე უნდა მივირთვათ ან კვებიდან 2 საათის შემდგომ...განაგრძეთ კითხვა