ყაბაყის ხრაშუნა და ჯანსაღი „ფრიტერები“ ცხიმის გარეშე - პოპულარული რეცეპტი Mova-ს აეროგრილისთვის - Gemrielia.ge

ყაბაყის ხრაშუნა და ჯანსაღი „ფრიტერები“ ცხიმის გარეშე - პოპულარული რეცეპტი Mova-ს აეროგრილისთვის

ყაბაყის, სიმინდისა და ყველის ფრიტერები ინტერნეტში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კერძად იქცა. ამ კერძის პოპულარობა შემთხვევითი ნამდვილად არ არის: ეს იდეალური რეცეპტია მათთვის, ვინც ცდილობს ჯანსაღად იკვებოს და გემრიელი საჭმელი მოამზადოს. თითოეული ბურთულა სავსეა ბოსტნეულით, ცილებით, ვიტამინებითა და ნაზი არომატებით.

რეცეპტის პოპულარობას ისიც განაპირობებს, რომ ის აეროგრილში მზადდება და არ საჭიროებს ზეთში შეწვას. აეროგრილი უკვე უამრავი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი გახდა და სამართლიანადაც — ის დიასახლისების სანდო დამხმარეა. აეროგრილით შესაძლებელია ხრაშუნა და ჯანსაღი კერძების მომზადება მინიმალური ცხიმით, სწრაფად, სუფთად და ზედამხედველობის გარეშე. სწორედ ამიტომ ის გახდა მთავარი საყრდენი მათთვის, ვინც ეძებს სწრაფ, ჯანსაღ და გემრიელ გადაწყვეტილებებს.

aerogrili-1748592052.jpg

აეროგრილის არჩევისას კი მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი ფუნქციონალი და მოცულობა — რამდენად სწრაფია, აქვს თუ არა სხვადასხვა პროგრამა, ტემპერატურის დიაპაზონი და რამდენად მარტივად იწმინდება. ამ მხრივ, შესანიშნავ არჩევანს წარმოადგენს Mova-ს აეროგრილი: Mova Air Fryer FD20 Pro 9L და Mova FD10 Pro 6L - ორივე მოდელი უზრუნველყოფს სწრაფ, ზუსტი ტემპერატურით მომზადებულ და ნაკლებად ცხიმიან კერძებს. არჩევანი დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, რამდენად დიდ უჯრაში გსურთ მომზადება — და რამდენი პირისთვის.

aerogrili-1-1748592102.jpg

აეროგრილის ბუმი სულაც არაა შემთხვევითი — მარტივად რომ ვთქვათ, ეს მოწყობილობა გვიცვლის სამზარეულოში წესებს. ვისაც დიდი ოჯახი ჰყავს ან უბრალოდ უყვარს მრავალფეროვანი კერძების ერთად მომზადება, ისეთი მოდელი, როგორიცაა Mova Air Fryer FD20 Pro 9L, ნამდვილად გამოსადეგია. 9 ლიტრიანი მოცულობა და ორ ნაწილად გაყოფის შესაძლებლობა განსაკუთრებით კომფორტულია — ერთ უჯრაში შეგიძლიათ ბოსტნეული შეწვათ, მეორეზე კი თევზი ან ქათამი მოამზადოთ. ტემპერატურის ფართო დიაპაზონი (40-230°C) და მრავალფუნქციური რეჟიმები საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ შეწვათ და გამოაცხოთ, არამედ დაამზადოთ იოგურტიც კი, ან გამოაშროთ პროდუქტები.

FD20 Pro 9L ძირითადი მახასიათებლებია:

  • ტემპერატურის დიაპაზონი: 40°C-დან 230°C-მდე
  • დეჰიდრატაციის (გამოშრობის) ფუნქცია
  • იოგურტის მოსამზადებელი რეჟიმი
  • ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქცია
  • ციფრული პანელი და წინასწარ დაყენებული პროგრამები
  • არაწებვადი ზედაპირი და მარტივი გაწმენდა

aerogrili-2-1748592159.jpg

მეორე მხრივ, თუ უფრო კომპაქტური ვარიანტი გჭირდებათ — Mova FD10 Pro 6 ლიტრიანი მოცულობით შესანიშნავი არჩევანია. მართალია, მას არ აქვს ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქცია, მაგრამ 11 სენსორული პროგრამა, თანაბარი გახურება 360 გრადუსით და პრაქტიკული OLED ეკრანი სრულ თავისუფლებას გაძლევთ ცხობის პროცესში. განსაკუთრებით მოსახერხებელია ის, რომ ორივე მოდელს აქვს არაწებვადი ზედაპირი და არ სჭირდება ზეთი — რაც ნიშნავს ნაკლებ ცხიმს და მარტივ გარეცხვას. FD10 Pro-ის ჩუმი მუშაობა და ღია ფანჯარა კი დამატებითი კომფორტია — ხედავთ, როგორ მზადდება თქვენი კერძი.

Mova FD10 Pro კომპაქტური და პრაქტიკული მოდელი მათთვის, ვისაც სივრცის ეკონომია სჭირდება. მიუხედავად ზომის, ფუნქციონალი საკმაოდ შთამბეჭდავია:

  • მოცულობა: 6 ლიტრი
  • 11 წინასწარ დაყენებული სენსორული პროგრამა
  • 360° თანაბარი გახურება
  • OLED ეკრანი
  • არაწებვადი ზედაპირი
  • ღია ფანჯარა — ხედავთ მომზადების პროცესს
  • ჩუმი რეჟიმი

მოკლედ რომ ვთქვათ, ორივე მოდელი გათვლილია თანამედროვე, ჯანსაღი და კომფორტული ცხოვრების სტილზე.

გთავაზობთ ყაბაყის, სიმინდისა და ყველის უგემრიელესი „ფრიტერები“ რეცეპტს

ეს კერძი აეროგრილში ინარჩუნებს ცილების მაღალ შემცველობას, გაჯერებულია დაბალი ცხიმებით და აქვს ხრაშუნა გარსი, რაც იდეალურს ხდის როგორც ვახშმად, ისე ლანჩისთვის და ლანჩბოქსით წასაღებად. მის მომზადებას მხოლოდ 25 წუთი სჭირდება და დაახლოებით 12 ცალი გამოდის.

aerogrili-3-1748592232.jpg

ინგრედიენტები:

  • 2 საშუალო ზომის ყაბაყი (დაახლოებით 250–300 გ.), მსხვილად გახეხილი
  • 225 გ. ყველი, მსხვილად გახეხილი
  • 150 გ. (დაახლოებით 1 ჭიქა) სიმინდი
  • 2 კვერცხი, ოდნავ ათქვეფილი
  • 100 გ. (დაახლოებით 2/3 ჭიქა) ფქვილი
  • 1 ჩ/კ. გამაფხვიერებელი (საცხობი ფხვნილი ან ნახ. ჩ/კ. სოდა)
  • 3 ჩ.კ. ახალი ორეგანო, წვრილად დაჭრილი (თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმელი)
  • მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით
  • სურვილისამებრ ცოტა ზეითუნის ზეთი

მოსართავად:

  • ნატურალური იოგურტი
  • ორეგანო

მომზადების წესი:

  1. გახეხილი ყაბაყი ხელით კარგად გამოწურეთ (სველი მასა ფრიტერს დაშლის).
  2. მოათავსეთ დიდ თასში. დაუმატეთ ყველი და სიმინდი. გაუკეთეთ პატარა ღრმული და დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და ორეგანო.
  3. მოაყარეთ მარილი და პილპილი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. შეწვით აეროგრილში: გაახურეთ აეროგრილი 200°C-ზე.
  5. ჩალაგეთ აეროგრილის კალათაში პატარა ზომის კოვზით მიღებული მასა (დაახლ. 1 სუფრის კოვზი თითო ფრიტერზე). შეგიძლიათ გამოყენოთ აეროგრილში ჩასაფენი საცხობი ქაღალდი.
  6. გამოაცხვეთ 8-10 წუთის განმავლობაში, ან სანამ არ გახდება ხრაშუნა და ოქროსფერი.
  7. გადმოიღეთ თეფშზე. გაიმეორეთ დარჩენილი მასით, 2-3 პარტიად.
  8. მიირთვით იოგურტით: იოგურტს დაამატეთ ცოტაოდენი შავი პილპილი და სურვილისამებრ – ზეითუნის ზეთი.
  9. გადაანაწილეთ თეფშზე ფრიტერები, გვერდით დადგით ბერძნული იოგურტის პატარა ჭიქა და მოაყარეთ ახალი ორეგანოს ფოთლები.
  10. ასევე, გემრიელია პომიდორთან და ავოკადოსთან ერთადაც.

salata-1748592298.jpg

გემრიელად მიირთვით!

R