როგორ შევინახოთ მარწყვი ზამთრისთვის? - გამოცდილი დიასახლისის მეთოდი - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ მარწყვი ზამთრისთვის? - გამოცდილი დიასახლისის მეთოდი

დიასახლისი ხათუნა პილიშვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს თავის მეთოდს თუ როგორ შევინახოთ მარწყვი ზამთრისთვის.

"ზაფხულის მარწყვი ჩემი ოჯახის ერთ-ერთი საყვარელი ხილია, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მისი ნაწილი ზამთრისთვის შევინახო. გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, როგორ ვინახავ მარწყვს საყინულეში ისე, რომ შემოდგომა-ზამთარშიც სურნელოვანი და გემრიელი იყოს.

პირველ რიგში, მარწყვი კარგად გავრეცხე და ყუნწები მოვაცილე, ყუნწები მოვაცილე კარგები და კონტეინერში ჩავდე, რბილები კი ცალკე თასში მოვაგროვე, პირამდე არ გავავსე მარწყვი. რბილი მარწყვი ხელის ბლენდერით გავთქვიფე, დაუმატე შაქარი თვალის ზომით, არც ძალიან ტკბილი მინდოდა და არც უშაქრო, კარგად ურიე რომ შაქარი გახსნილიყო. დავასხი მარწყვს და შევდგი საყინულეში. ზამთარში გავალღობ და ახალი მარწყვი მექნება", - წერს დიასახლისი.