დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით – რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი? - Gemrielia.ge

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით – რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი?

ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი, ნინო ვაშაკიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს სისხლის ჯგუფების მიხედვით რა პროდუქტები არ უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომ შეშუპება და დისკომფორტი თავიდან აირიდონ:

- ძალიან ბევრი პაციენტის შემთხვევა დაგვიგროვდა, სადაც დავინახეთ, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება, როდესაც სისხლის ჯგუფის მიხედვით განსაზღვრულ კვებაზე გადავიდნენ. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიცაა.

ერთ-ერთი არასასურველი პროდუქტი კარტოფილია. კარტოფილზე ყველანაირი ბაქტერია კარგად მრავლდება და ეს ბაქტერიები შემდეგ ჩვენ გვაზიანებენ. მაგრამ, თუ, მაგალითად, სპორტსმენები დღის პირველ ნახევარში მიირთმევენ, ეს მათ არ შეაშუპებს, იმიტომ, რომ მოძრაობენ. ქართულ სუფრაზე ყველაფერს მიირთმევდნენ და შემდეგ ცეკვავდნენ და მღეროდნენ. ამიტომ, კალორიების დახარჯვას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ზოგადად, იმ ადამიანებმა, რომლებსაც სისხლის პირველი ჯგუფი აქვთ, ხორცი აუცილებლად უნდა ჭამონ. მათ ცილა აუცილებლად სჭირდებათ. რომ არ შეშუპდნენ, უნდა ამოიღონ კარტოფილი, ხაჭო, არაჟანი, რძე, ფორთოხალი, მანდარინი, ბადრიჯანი, კომბოსტო.

პირველი, მეორე და მესამე ჯგუფი ერთმანეთს ჰგავს. თუმცა, ძირითადი განსხვავება ის არის, რომ სისხლის მეორე ჯგუფის მქონე ადამიანებს ხორცი აშუპებს. მონელება უჭირთ, დიდხანსაა ორგანიზმში და აშუპებს...განაგრძეთ კითხვა