პროტეინებით მდიდარი და ჯანსაღი ბასკური ჩიზქეიქის ყველაზე პოპულარული რეცეპტი Mova-ს აეროგრილისთვის - მოამზადეთ სწრაფად და მარტივად!
პროტეინებით მდიდარი და ჯანსაღი ბასკური ჩიზქეიქის ყველაზე პოპულარული რეცეპტი Mova-ს აეროგრილისთვის - მოამზადეთ სწრაფად და მარტივად!
იცით თუ არა, რომ ბასკური ჩიზქეიქი, ან როგორც ესპანეთში მას torta de coso basco-ს უწოდებენ, შემთხვევითობის შედეგი და გენიალური შეცდომაა. ის პირველად 1990-იან წლებში, სან-სებასტიანის პატარა ბარში სახელად La Viña გამოაცხვეს, როცა მზარეულმა ნორმაზე მაღალ ტემპერატურაზე, კარამელიზებული ზედაპირით, რბილი და მოლივლივე შიგთავსით სრულიად ახალი სახეობის ჩიზქეიქი მიიღო. უცნაურია, მაგრამ სწორედ „არასწორად გამომცხვარი“ დესერტის დამწვარმა ქერქმა და კრემისებრმა შუაგულმა აქცია ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დესერტად.
ბასკურმა ჩიზქეიქმა ინტერნეტი დაიპყრო — TikTok-დან Pinterest-მდე, ის ნამდვილ ჰიტად იქცა. ახლა მას არამხოლოდ რესტორნების მენიუში, არამედ უამრავ სახლში აეროგრილის დახმარებითაც ამზადებენ.
თუ რამდენიმე წლის წინ აეროგრილი მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე იყო, დღეს ის თითქმის ყველა სამზარეულოში გვხვდება. პოპულარობის პიკს კი ბოლო წლებში მიაღწია. ის მარტივი გამოსაყენებელია, ამცირებს ზეთის მოხმარებას და ამავდროულად ინარჩუნებს კერძების ხრაშუნა ტექსტურასა და ბუნებრივ გემოს. განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც ცდილობს ჯანსაღად იკვებოს.
ბასკური იოგურტის ჩიზქეიქი MOVA-ს აეროგრილში
ეს პროტეინებით მდიდარი ბასკური ჩიზქეიქი აეროგრილში მზადდება. იდეალურია როგორც დესერტი, ისე ჯანსაღი საუზმისთვის ან წასახემსებლად. ბაზარზე წარმოდგენილია აეროგრილის უამრავი მოდელი სხვადასხვა ფუნქციით, მოცულობითა და დიზაინით. ზოგი მხოლოდ შეწვისთვისაა განკუთვნილი, ზოგს კი დესერტების ცხობაც შეუძლია. მაგალითად, როგორიცაა MOVA-ს მოდელები: MOVA Air Fryer FD20 Pro 9L და MOVA FD10 Pro 6L — ეს ბასკური ჩიზქეიქის რეცეპტი განკუთვნილია ასეთი ტიპის აეროგრილისთვის.
ინგრედიენტები:
- 4 დიდი კვერცხი
- 2 ჭიქა ბერძნული იოგურტი
- ¼ ჭიქა სახამებელი
- ¼ – ½ ჭიქა შაქარი (გემოვნებით, სურვილისამებრ)
- ნაღები ან ახალი ხილი (სურვილისამებრ მოსართავად)
მომზადება:
- გააცხელეთ აეროგრილი 160°C-მდე. მოამზადეთ საცხობი ფორმა პერგამენტით.
- ათქვიფეთ კვერცხი, იოგურტი და სახამებელი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სურვილისამებრ დაამატეთ შაქარი.
- მასა გაატარეთ საცერში და ჩაასხით ფორმაში.
- აცხვეთ აეროგრილში 25–30 წუთით, სანამ ზედაპირი გამაგრდება და შიგნიდან რბილი დარჩება.
- აცადეთ ჩიზქეიქს გაგრილება მაცივარში მინიმუმ 2 საათით.
- მიირთვით ნაღებთან, ხილთან ან უბრალოდ როგორც არის — ყველანაირი უგემრიელესია!
როგორ ავარჩიოთ აეროგრილი სწორად?
აეროგრილის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ პუნქტებს:
- მოცულობა — რამდენი ადამიანისთვის გეგმავთ კერძის მომზადებას;
- ფუნქციონალი — აქვს თუ არა ცხობის, გამოშრობის და ტემპერატურის შენარჩუნების რეჟიმი;
- გაწმენდის სიმარტივე — არაწებვადი ზედაპირი, დიდ დროს დაზოგავთ;
- სენსორული პანელი და წინასწარ დაყენებული პროგრამები - ეს დიდი პლუსია.
MOVA Air Fryer FD20 Pro 9L — შესანიშნავი არჩევანია დიდი ოჯახებისთვის ან მრავალფეროვანი კერძების მოყვარულთათვის:
- მოცულობა: 9 ლიტრი
- ტემპერატურის დიაპაზონი: 40°C-დან 230°C-მდე
- აქვს დეჰიდრატაციის (გამოშრობის) ფუნქცია
- იოგურტის მოსამზადებელი რეჟიმი
- შეუძლია ტემპერატურის შენარჩუნება
- აქვს ციფრული პანელი და წინასწარ დაყენებული პროგრამები
- ორ უჯრაზე განაწილების ფუნქცია — ერთდროული მომზადება სხვადასხვა პროდუქტის პარალელურად შეგიძლიათ
- აქვს არაწებვადი ზედაპირი
MOVA FD10 Pro 6L — კომპაქტური და პრაქტიკული ვარიანტი მათთვის, ვისაც სივრცის ეკონომია სჭირდება:
- მოცულობა: 6 ლიტრი
- 11 წინასწარ დაყენებული სენსორული პროგრამა
- თანაბარი გახურება 360°-ით
- OLED ეკრანი
- არაწებვადი ზედაპირი
- ღია ფანჯარა — შეგიძლიათ ადევნოთ თვალი მომზადების პროცესს უჯრის გამოღების გარეშე
- ჩუმი მუშაობა
ორივე მოდელი პასუხობს თანამედროვე სამზარეულოს საჭიროებებს — სწრაფად, მარტივად და რაც მთავარია, ჯანსაღად მოამზადებთ თქვენს საყვარელ კერძებსა და დესერტებს.
MOVA-ს აეროგრილით ბასკური ჩიზქეიქი იმდენად მარტივი მოსამზადებელია, რომ ამ რეცეპტს არაერთხელ გაიმეორებთ!
R