"დღეს ჩვენს თეფშზე ანტიბიოტიკები და მძიმე მეტალები ხვდებიან და მათი გავლენა ორგანიზმზე მძიმეა" - ლაშა უჩავა საკვებზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს - Gemrielia.ge

"დღეს ჩვენს თეფშზე ანტიბიოტიკები და მძიმე მეტალები ხვდებიან და მათი გავლენა ორგანიზმზე მძიმეა" - ლაშა უჩავა საკვებზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს

“დღეს ჩვე­ნი საკ­ვე­ბის თეფ­შზე მხო­ლოდ ვი­ტა­მი­ნე­ბი და მი­ნე­რა­ლე­ბი კი არა, ხში­რად - ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი, ჰორ­მო­ნე­ბი, პეს­ტი­ცი­დე­ბი და მძი­მე მე­ტა­ლე­ბიც ხვდე­ბი­ან. ისი­ნი შე­საძ­ლოა უგე­მოვ­ნო და უჩი­ნა­რი იყოს, მაგ­რამ მათი გავ­ლე­ნა ორ­გა­ნიზ­მზე, რე­ა­ლუ­რია და მძი­მე,“ - ამის შე­სა­ხებ ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა წერს.

მისი თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი სუს­ტია.

“მრა­ვალ ფერ­მა­ში ცხო­ვე­ლებს რე­გუ­ლა­რუ­ლად აძ­ლე­ვენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს არა და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, არა­მედ პრე­ვენ­ცი­ი­სა და სწრა­ფი წო­ნის მო­სა­მა­ტებ­ლად. ასე­თი ცხო­ვე­ლე­ბის პრო­დუქ­ტებ­ში რჩე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კის ნარ­ჩე­ნე­ბი, რაც სა­ბო­ლო­ოდ ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბა. შე­დე­გად, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­მართ მდგრა­დო­ბა (რე­ზის­ტენ­ტო­ბა) უკვე ერთ-ერთი უმწვა­ვე­სი პრობ­ლე­მაა მსოფ­ლი­ო­ში - მკურ­ნა­ლო­ბა რთულ­დე­ბა, ინ­ფექ­ცი­ე­ბი აღარ ემორ­ჩი­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მკურ­ნა­ლო­ბას.

ასე­ვე, ჰორ­მო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა­ში ზრდის ცხო­ველ­თა პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად. ეს ჰორ­მო­ნე­ბი რჩე­ბა რძე­სა და ხორ­ცში. რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა ბავ­შვებ­ში იწ­ვევს პუ­ბერ­ტა­ტის დაჩ­ქა­რე­ბას, ჰორ­მო­ნულ დის­ბა­ლანსს და ზრდის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ბევ­რი ასე­თი ჰორ­მო­ნი აკ­რძა­ლუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მათ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი რე­გუ­ლა­ცია ჯერ არ მოქ­მე­დებს.

საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ჩვენს ბაზ­რებ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბოსტნე­უ­ლი და ხილი, ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი ან გა­და­მე­ტე­ბუ­ლი დო­ზით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პეს­ტი­ცი­დე­ბი. ისი­ნი ორ­გა­ნიზ­მში გროვ­დე­ბა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე, ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე, იწ­ვევს ალერ­გი­ებს და მე­ტა­ბო­ლურ დარ­ღვე­ვებს. მძი­მე მე­ტა­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა ტყვია ან კად­მი­უ­მი, გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია ინ­დუსტრი­ულ ზო­ნებ­თან ახ­ლოს მოყ­ვა­ნილ პრო­დუქ­ტებ­ში.

ვინ უნდა და­იც­ვას მომ­ხმა­რე­ბე­ლი?

დღეს მომ­ხმა­რე­ბე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად დარ­ჩე­ნი­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად. ხში­რად არც მწარ­მო­ე­ბე­ლი, არც დის­ტრი­ბუ­ტო­რი და არც სა­ხელ­მწი­ფო არ იღებს საკ­მა­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას საკ­ვე­ბის ხა­რისხზე.

საკ­ვე­ბის ფასი დღეს, მხო­ლოდ ლარი არ არის, დღეს საკ­ვე­ბის რე­ა­ლუ­რი ფასი ჯან­მრთე­ლო­ბით იზო­მე­ბა. საკ­ვე­ბი უნდა იყოს უსაფრ­თხო, სუფ­თა და ბუ­ნებ­რი­ვი. ამა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს სა­ხელ­მწი­ფომ - კა­ნო­ნით, კონ­ტრო­ლი­თა და რე­გუ­ლა­ცი­ით, რაც დღეს სამ­წუ­ხა­როდ არ ხდე­ბა, არ ხდე­ბა ეს დიდი ხანი უკვე და დიდი ხა­ნია უკვე ვსა­უბ­რობთ ამა­ზე, მაგ­რამ უშე­დე­გოდ, რად­გან სის­ტე­მა არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე და მის­თვის არა­რის პრი­ო­რი­ტე­ტი ადა­მი­ა­ნი, მისი სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა,“ - წერს ლაშა უჩა­ვა.