მედია ტური „სოფლის ნობათის“ საწარმოში - რა გზას გადის რძე ფერმიდან თქვენს მაგიდამდე
საქართველოში რძის წარმოება არ არის მხოლოდ ინდუსტრიული პროცესი — ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც იწყება ფერმაში და სრულდება მომხმარებლის ნდობით. „სოფლის ნობათი“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მწარმოებელია ქართულ ბაზარზე, რომლის პროდუქციაც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იქმნება, რაც უზრუნველყოფს რძის პროდუქტების უმაღლეს ხარისხსა და უსაფრთხოებას.
5 ივნისს, დილის 10:00 საათზე, კომპანია PepsiCo Georgia-ს ორგანიზებით, „სოფლის ნობათის“ ქარხანაში მედია ტური გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო ჟურნალისტებისთვის წარმოების პროცესების, ჰიგიენური სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლის სისტემების დეტალურად გაცნობა. ტური წარმოადგენდა არა მხოლოდ გამჭვირვალობის დემონსტრირებას, არამედ კომპანიის ერთგულების დადასტურებას სურსათის უსაფრთხოებისა და მომხმარებლის ნდობის მიმართ.
ხარისხი იწყება ინგრედიენტების შერჩევიდან
„სოფლის ნობათში“ ნედლი რძის მწარმოებლების შერჩევა იწყება მკაცრი აუდიტით, რომელიც ეფუძნება PepsiCo-ს საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავს:
- ინფრასტრუქტურისა და საძოვრების მდგომარეობის შეფასებას;
- ძროხების ჯანმრთელობის მონიტორინგს;
- ჰიგიენისა და წყლის ხარისხის კონტროლს;
- საკვების და წამლების მართვის ეფექტიანობას.
მას შემდეგ, რაც ნედლი რძე სანდო ფერმერებისგან მიიღება, იწყება მისი ყოვლისმომცველი კონტროლი მიწოდების და გადამუშავების ყველა ეტაპზე. რძის ტრანსპორტირების საშუალებები წინასწარ იწმინდება, ილუქება და გადის რეგულარულ შემოწმებას. ნიმუშები მოწმდება ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით: ცხიმი, ცილა, მჟავიანობა და ანტიბიოტიკების არსებობა. ანალიზი ტარდება როგორც ფერმაში ადგილზე, ასევე ქარხნის სპეციალურად აღჭურვილ ლაბორატორიაში. მიზანი ერთია: უზრუნველყოფილი იყოს პროდუქტის უსაფრთხოება და მუდმივი ხარისხი ყოველ ნაბიჯზე.
მედია ტურის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა PepsiCo-ს გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში. შეგახსენებთ, რომ PepsiCo ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне", "რჩეული", "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад", "Lays", "Doritos", "Хрус Team", "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". კომპანიამ უკვე მეშვიდედ მიიღო TOP Employer-ის სტატუსი საქართველოში და ევროპაში, ხოლო მეოთხედ — გლობალურად, რაც პერსონალის მართვის მაღალი სტანდარტების დამადასტურებელია.
„სოფლის ნობათი“ თითქმის 20-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდია და ბაზრის ლიდერია პასტერიზებული რძისა და ფერმენტირებული რძის პროდუქტების სეგმენტში. როგორც გლობალური მწარმოებელი, PepsiCo-სთვის ხარისხი და სურსათის უსაფრთხოება უმაღლესი პრიორიტეტია. ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მარეგულირებელი ცვლილებების შეუსაბამობას უკავშირდებოდა, კომპანიამ სრულად შეასრულა სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები, ჩაატარა დეტალური გამოძიება და გააძლიერა მონიტორინგის სისტემა. აღნიშნული არ წარმოადგენდა სურსათის უვნებლობის რისკს, რაც სეს-მა თავის განცხადებაშიც დაადასტურა. დამატებითი სიფრთხილის მიზნით, დროებით შევაჩერეთ ნედლი რძის იმპორტი აზერბაიჯანიდან და კიდევ უფრო გამკაცრდა ყველა კონტროლის ეტაპი. დღეს „სოფლის ნობათის“ ყველა პროდუქტი ბაზარზე სრულად უსაფრთხოა და აკმაყოფილებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს“, - განაცხადა კრის ვინტერპმა.
ლაბორატორიული კონტროლი და ტექნოლოგიური პროცესები
ფერმიდან ნედლი რძის მიღების შემდეგ, იწყება მრავალდონიანი ანალიზი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება:
- ცხიმის, ცილისა და სიმკვრივის მაჩვენებლები;
- ანტიბიოტიკების და მიკრობიოლოგიური ფონის დონე;
- სისუფთავე, მჟავიანობა და ტემპერატურული კონტროლი.
შემდეგ რძე გადის ფილტრაციას, პასტერიზაციასა და სეპარაციას. მთელი პროცესი სრულად ავტომატიზებულია და მიმდინარეობს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
უსაფრთხოება ყოველ ნაბიჯზე
სოფლის ნობათში დანერგილია FSSC 22000 სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს:
- რისკების იდენტიფიკაციასა და მართვას;
- მიკვლევადობასა და სწრაფ რეაგირებას;
- ცივი ჯაჭვის სრული დაცვას წარმოებიდან მაღაზიამდე.
ხათუნა ცქიტიშვილი - ნედლი რძის სტრატეგიის განვითარების ხელმძღვანელი საქართველოში:
„სოფლის ნობათის“ წარმოება ეფუძნება ხარისხის მკაცრ კონტროლს წარმოების მთელ ჯაჭვში — ფერმიდან საბოლოო პროდუქტამდე. კომპანია 2012 წლიდან იყენებს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს, მათ შორის FSSC 22000-ს, და რეგულარულად გადის დამოუკიდებელ აუდიტებს. ნედლი რძის მოწოდებამდე ფერმერები გადიან აუდიტს სანიტარული, ვეტერინარული და პროცესის სტანდარტების შესაბამისად. ტრანსპორტირება ხდება ცივ რეჟიმში (5°C-ზე ქვემოთ), რძე კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა პარამეტრს. წარმოება სრულად ავტომატიზირებულია, მიკრობიოლოგიური და ფიზიკური ანალიზები ტარდება ყოველ ეტაპზე. განსაკუთრებულად კონტროლდება საბავშვო პროდუქტები, მათ შორის ლიცენზირებული საბავშვო მაწონი, რომელსაც შენახვის მოკლე ვადა აქვს და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის რძისგან მზადდება.“
თანამედროვე დაფასოება და შენახვა
დაფასოების პროცესში კონტროლდება:
- ინგრედიენტების სისუფთავე და ვადიანობა;
- შესაფუთი მასალების სტერილურობა;
- წონა, მარკირება და ჰერმეტულობა.
დაფასოებული პროდუქტი ინახება 4±2°C-ზე სპეციალურად აღჭურვილ საწყობებში. ალერგენების მართვა და ტემპერატურული კონტროლი უზრუნველყოფს პროდუქტის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
დისტრიბუცია და გარემოზე ზრუნვა
პროდუქციის ტრანსპორტირება ხდება წინასწარ გაცივებულ სატვირთოებში, რომელთა ტემპერატურა კონტროლდება რეგულარულად. სოფლის ნობათი თანამშრომლობს ფერმებთან ეკოლოგიური მიდგომების გასაძლიერებლად და ხელს უწყობს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა წყლის რესურსების დაცვა, ნარჩენების მართვა და მდგრადი სოფლის მეურნეობა.
რატომ უნდა ენდოთ „სოფლის ნობათს“?
„სოფლის ნობათი“ წარმოადგენს PepsiCo-ს საერთაშორისო ოჯახის ნაწილს — კომპანიას, რომელიც სურსათის მწარმოებელ გიგანტებს შორის მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში. სწორედ ამ სტატუსის შესაბამისია ის მაღალი სტანდარტებიც, რომელსაც ბრენდი ყოველდღიურად იცავს. ქარხანა მუშაობს FSSC 22000 სურსათის უვნებლობის სისტემით და რეგულარულად გადის AIB საერთაშორისო აუდიტებს. ეს შემოწმებები ორიენტირებულია არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტზე, არამედ მთლიანად საწარმოს ყოველდღიურ პროცესებსა და გარემოზე.
სტანდარტები მოიცავს:
- ჰიგიენის სრულყოფილ კონტროლს;
- წარმოების გამჭვირვალობასა და მიკვლევადობას;
- რისკების პრევენციასა და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს.
დაფასოებამდე თითოეული ინგრედიენტი და შესაფუთი მასალა გადის სიზუსტის, სისუფთავისა და შესაბამისობის შემოწმებას. პროდუქტის წონა, ტემპერატურა, მარკირება და ჰერმეტულობა კონტროლდება ყოველი პარტიისთვის. დასრულებული პროდუქცია ინახება იზოლირებულ, ტემპერატურულად დარეგულირებულ საწყობებში, სადაც დაცულია ალერგენების მართვის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ნორმა. ეს პროცესი ერთ მიზანს ემსახურება — მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტი, ყოველ ჯერზე.
მოგზაურობა, რომელიც ნდობით იწყება და მომხმარებლის მაგიდასთან სრულდება
სოფლის ნობათის წარმოების პროცესი არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ჯაჭვი – ეს არის პასუხისმგებლობის კულტურა, რომელიც იწყება ფერმერებთან, გადის ათეულობით ლაბორატორიულ ტესტს და სრულდება მომხმარებლისადმი რწმენით, რომ პროდუქტი, რომელსაც ყოველდღე მივირთმევთ, ნამდვილად უსაფრთხოა.
მედია ტური, რომელიც ჩატარდა სოფლის ნობათის ქარხანაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ღია და გამჭვირვალე მუშაობის პრინციპს. სოფლის ნობათი მიზნად ისახავს თითოეულ მომხმარებელს, რომელიც მათ პროდუქციაზე შეაჩერებს არჩევანს, ჰქონდეს ხარისხის, სანდოობისა და სიჯანსაღის აბსოლუტური გარანტია – ისეთივე ნამდვილი, როგორც ბებოს სახლში მომზადებული რძე.
R