2025 წლის 28 სექტემბერს ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება - Gemrielia.ge

2025 წლის 28 სექტემბერს ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება

ქართული ღვინის ფესტივალი წარმოადგენს ტრადიციისა და თანამედროვე გამოცდილების სინთეზს, რომელიც უკვე მეშვიდე წელია ტარდება და ათასობით სტუმარს მასპინძლობს თბილისის ისტორიულ ლოკაციაზე — სიონის ქუჩა, მეიდანი (შარდენი)ქართული ღვინის ფესტივალმა, პალიტრა ჰოლდინგისა და მეიდან ჯგუფის ორგანიზებით, საფუძველი ჩაუყარა ღვინის ფესტივალების ტრადიციას საქართველოში და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ამ მიმართულებით.

gvinis-fetivali-3-1749625303.jpg

ღონისძიების მიზანია ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და მეღვინეობის ახალი ტენდენციების აღმოჩენა!

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ღვინის მსხვილი და მცირე მეწარმეები, ასევე საოჯახო მარნები და პოლიგრაფიული საწარმოები. ფესტივალი სტუმრებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ქართული ღვინის 8000 წლოვან ტრადიციასა და აღმოაჩინონ ახალი, განსხვავებული გემოები. ადგილობრივ მეწარმეებს კი საშუალება ეძლევათ - წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია უცხოელი სტუმრების წინაშე.

gvinis-fetivali-2-1749625318.jpg

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა და წარმოდგენები ქართული – ტრადიციული ელემენტებით, რომელსაც სულ მალე გაგიზიარებთ!

იხილეთ ვიდეო

ქართული ღვინის ფესტივალი განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის ქართული მეღვინეობის პოპულარიზაციისა და განვითარებისათვის, ტურისტებისთვის კი – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას თბილისში.

gvinis-fetivali-1-1749625329.jpg

დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით!

R