ატამი და მისი სასარგებლო თვისებები
ატამი და მისი სასარგებლო თვისებები

დანარჩენ სახეობებს უმთავრესად დეკორატიულ მებაღეობაში და კულტურული ჯიშების საძირეებად იყენებენ. ატმის 5 ათასამდე კულტურული ჯიში არსებობს. ნაყოფის წონა 250 გ-მდე აღწევს. ატმის ნაყოფი სახრავია ან საპობი, კანი - მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალო, შებუსული ან გლუვი (ვაშლატამა), რბილობი - თეთრი ან ყვითელი.


ატმის შემადგენლობის 7-12% შაქარია, 0,08%-1,02% - მჟავები, 0,5-1,2% - პექტინოვანი ნივთიერება. გარდა ამისა, შეიცავს ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც. ატმის ზეთს (ოლეუმ პერსიცორუმ), რომელიც მისი თესლისგან მიიღება, მედიცინაში ნუშის ზეთის იაფ შემცვლელად იყენებენ. ატმის თესლი შეიცავს 55%-მდე უშრობ ცხიმს, ცილებს, ფერმენტ ემულსინს, გლიკოზიდ მიგდალინს, ეთერზეთებს, სტეროიდებს, სიტოსტერინს, ესტრონს, ესტრადიოლს და სხვა. თესლის ჭამა არ შეიძლება - შესაძლოა, მოგწამლოთ. თუ ად­­ვილად ცივდებით, ბევრი ატამი უნდა მიირთვათ - დამტკიცებულია, რომ ეს ხილი იმუნურ სისტემას აძლიერებს, მაგრამ თუ კუჭი ან ჭარბი წონა გაწუხებთ, მაინცდამაინც ნუ მიეძალებით. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ამ უგემრიელეს ხილს სამკურნალო თვისებებიც აქვს. იგი აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ მოქმედებას, აადვილებს მძიმე საკვების მონელებას. ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. შაქრიანი დიაბეტითა და სიმსუქნით დაავადებულთათვის ატმის კომპოტს უშაქროდ ამზადებენ. გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ იყენებენ ატმის ფოთლებს, ყვავილებს და თესლს. მაგალითად, ფოთლის ნატურალურ წვენს - 3-6 მლ-ს - იღებენ რევმატიზმის, გასტრიტის, ენტერიტის, თავის ტკივილისა და სკლეროდერმიის (კანის გამკვრივების) დროს, ხოლო ახალმოკრეფილ ფოთლებს ჭრილობის მოსაშუშებლად ხმარობენ. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს.

ჭიების საწინააღმდეგოდ და ამოსახველებლად
3-7 გ ატმის გამხმარი თესლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 5-7 წუთი ნელ ცეცხლზე ადუღეთ. გააგრილეთ და გაწურეთ. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

რევმატიზმის, თავის ტკივილისა და გასტროენტერიტის დროს
1 სუფრის კოვზი ხმელი, დაფშვნილი ატმის ფოთოლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 150 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი წყლის აბაზანაში, გადმოდგით ქურიდან და 2 საათის შემდეგ გაწურეთ ორფა დოლბანდში. მიიღეთ 50 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ატმის კომპოტი მდიდარია კალიუმით და უხდება გულს
საჭიროა: 1 კგ ატამი, 1,5 კგ შაქარი. მომზადების წესი: ატამი მოთუთქეთ (ორი-სამი წუთით ჩაყარეთ ქააფქაფა წყალში და ამოიღეთ), გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკა. ჩაყარეთ ქვაბში შაქრის ფხვნილი, დაასხით 2 ჩ/ჭ ცხელი წყალი და გაადნეთ. ჩაამატეთ ატამი და ადუღეთ.

ატმის მურაბა
საჭიროა: 1 კგ ატამი (დაჭრილი), 1 კგ შაქრის ფხვნილი, 1 ჩ/ჭ წყალი. მომზადების წესი: ატამი გაფცქვენით და დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად. დაასხით ცივი წყალი და რამდენიმე საათით გააჩერეთ. შემდეგ მოადუღეთ სიროფი, გააცივეთ და ჩაყარეთ მასში ცივი წყლიდან ამოღებული ატმის ნაჭრები. შედგით ცეცხლზე და ნახევარი საათი ადუღეთ. გადმოდგით და გააჩერეთ მეორე დღემდე. მეორე დღეს ისევ შედგით ცეცხლზე და ხარშეთ მომზადებამდე. ხარშვის დროს მოხადეთ ქაფი.

ატმის ჯემი
საჭიროა: 1 კგ დაჭრილი ატამი, 4 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 0,5 ჩაის ჭიქა წყალი. კურკაგამოცლილი და კანგაცლილი ატამი დავჭრათ ერთნაირი ზომის ნაჭრებად, ჩავყაროთ ტაშტში, დავაყაროთ შაქრის ფხვნილი, თავზე დავახუროთ და გავაჩეროთ 3-4 საათი. შევდგათ ცეცხლზე. დუღილს რომ დაიწყებს, დავასხათ ცივი წყალი, დავაყაროთ დარჩენილი შაქარი და ვხარშოთ მომზადებამდე.

ატმის ჟელე
ატმები გავრეცხოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩავაწყოთ ქვაბში. დავამატოთ შაქარი, ვაშლის წვენი, შევდგათ ცეცხლზე და გავაჩეროთ ადუღებამდე. შემდეგ დავჭყლიტოთ ან ბლენდერით ავთქვიფოთ. დავამატოთ ჯანჯაფილი, დარიჩინი და ვანილი, ისევ შევდგათ ცეცხლზე და გავაჩეროთ 2 წუთი. ამასობაში გავხსნათ ჟელატინი ცივ ვაშლის წვენში, შევურიოთ ატმის ფაფას, ჩავასხათ ჭურჭელში და გავაცივოთ. მოვასხათ ათქვეფილი ნაღები და მივირთვათ.

ატმის ჩაი
გავრეცხოთ 4 ცალი ატამი, დავჭრათ და ჩავყაროთ გრაფინში. დავასხათ 1 ლიტრი თბილი წყალი, გემოვნებისამებრ ჩავამატოთ შაქარი. ცალკე მოვამზადოთ 1 ჭიქა ჩაის ფერი და ჩავასხათ გრაფინში. ჩავამატოთ დაჭრილი ლიმონი, შევდგათ მაცივარში და გავაცივოთ. 

mkurnali.ge

ატამი ვარდისებრთა ოჯახის მცენარეა. მისი სამშობლოა ჩინეთი. მის გვარში 6 სახეობაა. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი ატამი.

მასალის გამოყენების პირობები
31 მარტი, 2017 07:07 p.m.
ნანახია: 11721