თუ გიყვართ მოცვი, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია!
მოცვი განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. სასარგებლოა არამხოლოდ ნაყოფი, არამედ ფოთლებიც და ყლორტებიც. ყლორტები თავის შემცველობით განსაკუთრებულად სასარგებლოა დიაბეტის დროს და მშვენივრად მოქმედებს მხედველობაზე.
ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელი მფრინავები ღამით მხედველობის გაუმჯობესების მიზნით მოცვსა და მოცვის მურაბას იღებდნენ. მოცვი შედის ასევე კოსმონავტების მენიუში. ანტიბაქტერიული მოქმედების წყალობით, მოცვი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. მის ფოთლებში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. მოცვის ნაყოფი შეიცავს შაქრებს (გლუკოზა, ფრუქტოზა), კატეხინებს, პექტინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლის, ლიმონის, რძის მჟავებს, ასკორბინის მჟავას, B, C, D ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნაერთებს. მოცვში შედის ყველაზე დიდი რაოდენობით მანგანუმი. მოცვი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დარეგულირებას, ამცირებს არტერიული წნევის დონეს და აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას. ხილი დაბალია კალორიებით და არ შეიცავს ცხიმებს.
მოცვი ძვირად ღრებული კენკრაა და გარდა სასარგებლო თვისებებისა, ძალიან კარგი გემოთი გამოირჩევა. მას მიირთმევენ უმად, ამზადებენ კომპოტს, ჯემს, მურაბას, ნაყენსა და ღვინოსაც კი. უხდება სხვადასხვა დესერტს და საკონდიტრო ნაწარმს. ფინურ სამზარეულოში მოცვისგან სოუსს ამზადებენ, რაც საოცრად უხდება შემწვარ ხორცს. მოცვის ფოთლებისგან მზადდება შესანიშნავი ნაყენი, რომელიც მოგვაგონებს ჩაის და ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, კერძოდ კი, სისხლში შაქრის დონის დასაწევად.
თუ გინდა, რომ მოცვმა დადებითად იმოქმედოს შენს ჯანმრთელობაზე, დღის განმავლობაში 100–150 გრამი (დაახლოებით ერთი პატარა ჭიქა) ახალი მოცვის ჭამა სავსებით საკმარისია.
როგორ ავარჩიოთ?
მოცვი კარგად იტანს გაყინვას. ჩრდილოეთის ქვეყნებში მას აშრობენ და ისე ინახავენ, ჩირად, და ჰერმეტულად დახურული ქილებით 1-2 წელიწადის განმავლობაში. შემდეგ მისგან ამზადებენ ცხელ სასმელებს და იყენებენ დანიშნულებისამებრ. მოცვის შენახვისთვის საუკეთესო არჩევანი მაინც გაყინვაა: კენკრას ვრეცხავთ, ვაშრობთ, ერთ ფენად ვაწყობთ თეფშზე ან ლანგარზე, ვაყრით ცოტაოდენ შაქარს და ვათავსებთ საყინულეში. როდესაც გაიყინება, მხოლოდ შემდეგ ვყრით კონტეინერში ან ცელოფანის პარკში და ასე ვინახავთ საყინულეში.