უგემრიელესი და ჯანსაღი დარიჩინიანი სინაბონები MOVA-ს აეროგრილთან ერთად - Gemrielia.ge

უგემრიელესი და ჯანსაღი დარიჩინიანი სინაბონები MOVA-ს აეროგრილთან ერთად

„ცხელი, ახლადგამომცხვარი და საშინლად მაცდური“ - დარიჩინიანი სინაბონის ისტორია შვედეთში იწყება. არომატული kanelbulle შვედეთიდან მთელ ევროპასა და ამერიკაში გავრცელდა. თუმცა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვერსია 1985 წელს სიეტლში შეიქმნა, როდესაც Cinnabon-ის პირველმა მცხობელმა იდეალურ ცომს ბევრი დარიჩინი და ტკბილი მინანქარი დაუმატა — ასე დაიბადა ლეგენდარული სინაბონი, რომელიც ყველას უყვარს. ეს ნაზი, თბილი ხვეულა ფუნთუშები არაერთი ქვეყნის საუზმისა თუ დესერტის მენიუშია.

თუ ფიქრობთ, რომ დესერტები და ჯანსაღი კვება ერთმანეთთან არ მეგობრობენ, სინაბონის ეს ვერსია დაგარწმუნებთ, რომ ორივე ერთად შესაძლებელია! სინაბონების მომზადება სახლშიც კი შესაძლებელია მინიმალური ცხიმითა და დანახარჯით, რაც მთავარია, სწორად უნდა აირჩიოთ ტექნიკა.

ბაზარზე აეროგრილების მრავალფეროვანი არჩევანია: ზოგი მხოლოდ ხრაშუნა ბოსტნეულისთვისაა იდეალური, ზოგი კი უამრავ ფუნქციას ასრულებს, დაწყებული დესერტების ცხობიდან, იოგურტის ფერმენტაციით და ხილის გამოშრობით დამთავრებული. ისეთი აეროგრილი, როგორიცაა მაგალითად MOVA-ს მოდელები, საშუალებას გაძლევს დარიჩინიანი ფუნთუშებიც კი მოამზადოთ სწრაფად და მარტივად.

MOVA Air Fryer FD20 Pro 9L და MOVA FD10 Pro 6L არა მხოლოდ მოცულობით და დიზაინით გამორჩეული მოდელებია, არამედ აქვს ცხობის ფუნქცია, რაც იდეალურ არჩევანს ხდის გემრიელი ექსპერიმენტებისთვის.

დარიჩინიანი სინაბონების რეცეპტი MOVA-ს აეროგრილისთვის

darichiniani-funtushebi-1750331211.jpg

ინგრედიენტები:

ცომი:

  • 1 ჭიქა (130 გ) ხორბლის ფქვილი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 1 ჩ/კ. სოდით)
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 1/4 ჭიქა ვანილის პროტეინის ფხვნილი (თუ არ გაქვთ, ჩაანაცვლეთ ხორბლის ფქვილით)
  • 1 ჭიქა უცხიმო ბერძნული იოგურტი
  • 2 ს.კ. შაქარი (ან დამატკბობელი)

შიგთავსი:

  • 2 ს.კ. დაბალცხიმიანი კარაქი (გამდნარი)
  • 1/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 1 ს.კ. დარიჩინი

მოსასხმელად მინანქარი:

  • 3 ს.კ. შაქრის ფხვნილი ან დამატკბობელი
  • 2 ს.კ. უცხიმო ბერძნული იოგურტი
  • 1 ს.კ. ვანილის უშაქრო ნუშის რძე (შეიძლება ცოტა მეტი, თუ მინანქარი ზედმეტად სქელია)

მომზადების წესი:

  1. დიდ ჯამში აურიეთ ცომის ყველა ინგრედიენტი სპატულით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და მოზილეთ ნაზი ცომი, სანამ წებოვნება გაქრება.
  2. გააბრტყელეთ ცომი წვრილ მართკუთხა ფირფიტად. გადაუსვით გამდნარი კარაქი, მოაყარეთ შაქრის ალტერნატივა (ან შაქარი) და დარიჩინი. დაახვიეთ მჭიდროდ და დაჭერით 7 ნაწილად (სინაბონად).
  3. ზემოდან კიდევ გადაუსვით დარჩენილი კარაქი და მოათავსეთ სინაბონები MOVA-ს აეროგრილში. აცხვეთ 190°C ტემპერატურაზე დაახლოებით 15 წუთით, სანამ ოქროსფერი არ გახდება. გააგრილეთ დაახლოებით 5 წუთი.
  4. პარალელურად მოამზადეთ მინანქარი: აურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი, ნაზი კონსისტენციის მიღებამდე. მოასხით სინაბონებს და გემრიელად მიირთვით.

ერთი სინაბონი დაახლოებით შეიცავს: 138 კალორია; ცხიმი: 2 გ; ნახშირწყლები: 28 გ ცილა: 13 გ.

თქვენთვის შესაფერისი აეროგრილის ასარჩევად, მოდით, განვიხილოთ ეს ორი მოდელი:

Mova Air Fryer FD10 Pro Black (VFF12A)

aerogrili-1750331322.png

მოამზადეთ უფრო ჯანსაღად, ნაკლები ზეთითა და მეტი გემოთი!

MOVA Air Fryer FD10 Pro იდეალურია მათთვის, ვინც ჯანსაღი კვებისაკენ მიისწრაფის, მაგრამ გემოს კომპრომისზე არ წასვლა სურს. 1800 ვტ სიმძლავრისა და AeroChef ტექნოლოგიის წყალობით, ცხობა ხდება სწრაფად და ხრაშუნა ტექსტურის შენარჩუნებით, მაქსიმალურ ტემპერატურამდე, 230°C-მდე.

აეროგრილის ორმაგი გათბობის სისტემა არა მხოლოდ ახურებს მოწყობილობას თანაბრად, არამედ ხარჯავს ნაკლებ ენერგიას და უკეთ გამოცხობას უზრუნველყოფს. 360° ცირკულაცია შიგნიდან ზრუნავს იმაზე, რომ კერძი ყველა მხრიდან თანაბრად მომზადდეს. 6-ლიტრიანი ტევადობა კი შესანიშნავია დიდი ულუფების მოსამზადებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა სტუმრებს ელოდებით, ან დიდი ოჯახი გაქვთ.

უნიკალურია ამ მოდელის ლითონის ინტერიერიც, რომელიც არ ტოვებს პლასტმასის სუნს, ინარჩუნებს ინგრედიენტების ნამდვილ გემოს, მარტივად ირეცხება და უსაფრთხოა ყოველდღიური გამოყენებისთვის.

გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს 11 წინასწარ დაპროგრამებული რეჟიმი, უბრალოდ ირჩევ რეჟიმს და აკონტროლებ პროცესს LED პანელზე. შესაძლებელია შეჩერება კალათის ამოღებით, ისე რომ არ დაგეკარგოთ დრო ან რეჟიმი. ეს იდეალურია, თუ გინდათ პროცესში სოუსი ან ინგრედიენტი დაამატოთ.

და ბოლოს, გამჭვირვალე ფანჯარა და შიდა განათება შესაძლებლობას გაძლევთ თვალი ადევნოთ საკვების მომზადების პროცესს.

Mova Air Fryer FD20 Pro 9L

aerogrili-1-1750331378.png

ეს აეროგრილი იდეალურია მათთვის, ვისაც მრავალფეროვანი კერძების მომზადება ერთ მოწყობილობაში უყვარს. 2700 ვტ სიმძლავრე, მოცულობა 9 ლიტრი და ინტელექტუალური ფუნქციები საშუალებას გაძლევთ მოხარშოთ, გამოაცხოთ, გამოაშროთ ან თუნდაც იოგურტი ფერმენტაციაში მოამზადოთ და ეს ყველაფერი ერთ სივრცეში!

FD20 Pro-ს განსაკუთრებული ფუნქციაა მისი უჯრის გაყოფის შესაძლებლობა: შეგიძლიათ ერთი დიდი კონტეინერი გაყოთ ორ ნაწილად (2×4.5 ლ) და ცალ-ცალკე გააკონტროლოთ ორივე. ეს ნიშნავს, რომ ერთდროულად მოამზადებთ ორ სრულიად განსხვავებულ კერძს, სხვადასხვა რეჟიმით.

მარტივად გამოსაყენებელი OLED ეკრანი აჩვენებს ტემპერატურას, რეჟიმს და ტაიმერს, ხოლო 7 წინასწარ დაპროგრამებული რეჟიმი კერძის შერჩევას ბავშვურად მარტივს გახდის. ანტიმიკრობული ზედაპირი, ალუმინის კონტეინერი მიწვის საწინააღმდეგო საფარით, და ის ფაქტი, რომ ზეთის გამოყენება თითქმის არ გჭირდებათ, ამ აეროგრილს სრულყოფილს ხდის ჯანსაღი კვების მოყვარულებისთვის.

კონტეინერი მთლიანად გამოდის, ორმაგი სახელურით, რაც ამარტივებს უსაფრთხოებას და მოხმარებას. არ აქვს აპლიკაცია ან ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქცია, მაგრამ ის სრულად ფარავს ოჯახის საჭიროებებს, დიდი რაოდენობით, სხვადასხვა გემოვნების კერძებით.

R