ადგილი, სადაც ლიტერატურა და გემრიელი სამზარეულო ერთ სივრცეშია: გაეცანით წიგნის კაფე „ბიბლუსის“ სამზარეულოს, რომლის შესახებაც ქსელის შეფმზარეული გიორგი ჯანიაშვილი გვესაუბრება
ყოველდღიური რუტინის ფონზე, სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ისეთ მყუდრო ადგილს, სადაც გემრიელ კერძებთან ერთად, კომფორტი და ინსპირაცია დახვდება. წიგნის კაფე „ბიბლუსი“ სწორედ ასეთი სივრცეა - ინტელექტუალური თავშეყრის ადგილი, სადაც გემრიელი სამზარეულო და ლიტერატურული გარემო განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. კაფე იდეალურია როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, ისე მეგობრებთან ერთად საღამოს გასატარებლად, ან მათთვის, ვისაც უყვარს მარტო ყოფნა და წიგნის კითხვა.
წიგნის კაფე "ბიბლუსის" რამდენიმე ფილიალია თბილისსა და რეგიონებში.
გთავაზობთ ინტერვიუს წიგნის კაფე ბიბლუსის შეფთან,გიორგი ჯანიაშვილთან, რათა უფრო ახლოს გაეცნოთ კაფეს კულინარიულ ფილოსოფიას, ჯანსაღ მენიუსა და იმ მიდგომებს, რაც ამ კაფეს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.
რას გვეტყვით კაფე "ბიბლუსის" მენიუს შესახებ? რა პრინციპით შეარჩიეთ კერძები და ეფუძნება თუ არა რაიმე კონცეფციას?
გიორგი ჯანიაშვილი
მენიუს შერჩევა კაფის კონცეფციიდან გამომდინარე მოხდა. აქცენტი გაკეთდა ჯანსაღ და სასარგებლო ინგრედიენტებით გაჯერებულ კერძებზე. გარდა ამისა, ჰასპის სტანდარტის გათვალისწინებით, დიდ ყურადღებას ვუთმობთ კერძების სწორად და უვნებლად მომზადების ტექნიკას. მენიუ ძირითადად შედგება იტალიური, აზიური და ქართული ელემენტებით გამდიდრებული საინტერესო კომბინაციებისგან.
რომელ კერძს გამოარჩევდით მენიუში?
მენიუდან ბევრ კერძს გამოვარჩევდი, მაგალითად აპეტაიზერიდან - დიფების დაფას; სალათებიდან - ქათმის ან მსხლის და თხის ყველის სალათს; წვნიანებიდან - გოგრის ან ტომ კაკაის; ძირითადი კერძიდან - ორაგულის სტეიკს და დესერტებიდან - პანაკოტას, ან მაწვნის მუსს.
როგორ იცავთ ბალანსს გემრიელობასა და ჯანსაღ კვებას შორის?
დაბალანსებული კვება შედგება ხუთი ჯგუფისგან: ნახშირწყლები, ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და ჯანსაღი ცხიმები. როდესაც იცი ჯანსაღი და გემრიელი კერძის კეთება, მარტივია დაიცვა ბალანსი. თუ ორაგულს, რომელიც მდიდარია ამინომჟავით, ფოსფოროთ, კალიუმითა და ბევრი სასარგებლო ვიტამინებით, შეურჩევთ არაჯანსაღ გარნირს, რა თქმა უნდა, ბალანსი დაირღვევა.
ჩვენს მენუში თქვენ შეგხვდებათ ჯანსაღი, გემრიელი და ლამაზი კერძები.
პროდუქტების შერჩევისას რას აქცევთ ყურადღებას? თანამშრომლობთ თუ არა ადგილობრივ მწარმოებლებთან?
პროდუქტების შერჩევისას ყურადღებას ვაქცევთ მის ვიზუალს, სუნს, თუ როგორ მოდის ჩვენამდე შეფუთული, ეს პატარა რჩევა ყველას ადამიანს დაეხმარება. მაგალითად, საქონლის ხორცის სიჯანსაღის შესამოწმებლად ყურადღება უნდა მიექცეს ხორცის ზედაპირს - უნდა იყოს მშრალი, ჰქონდეს ჯანსაღი ფერი და არ უნდა დაჰკრავდეს უსიამოვნო სუნი. ქაღალდის ხელსახოცის დადებისას, არ უნდა დასველდეს. გაჭრის დროს კი ზედაპირი უნდა იყოს სველი და არა წებოვანი. ასევე მნიშვნელოვანია შემოწმდეს ხორცის ტემპერატურა.
ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მწარმოებლებთან და გვყავს სხვადასხვა მომწოდებელი ბოსტნეულის, ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტების კატეგორიაში.
როგორ უზრუნველყოფთ საკვების მომზადებისას უსაფრთხოების სტანდარტებს? როგორია თქვენი სამზარეულოს ჰიგიენის კულტურა?
წიგნის კაფე "ბიბლუსის" ქსელში არის დანერგილი ჰასპი. ჩვენს მზარეულებს ჰასპის კუთხით ყველა ინსტრუქცია აქვთ გავლილი და შესაბამისად, სერთიფიკატებსაც ფლობენ. ყოველკვირეულად მიმდინარეობს ჰასპის შემოწმება, რის დროსაც ლაბორატორიულად მოწმდება წყალი, საკვები თუ ნახევარ ფაბრიკატი. როდესაც ყველაფერი კონტროლდება, მზარაულებიც დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან ჰიგიენისა და უსაფრთხოების საკითხს. ჰიგიენის კულტურა ჩვენთან ჰასპის სტანდარტებით მოწმდება. ყოველდღიურად იწმინდება დანადგარები და მაგიდის ზედაპირები,მუშავდება სპეციალური ხსნარით.
იცვლება თუ არა მენიუ სეზონის მიხედვით? როგორ ადაპტირდება ის წლის სხვადასხვა დროისთვის?
რა თქმა უნდა, ვცდილობთ სიახლეების შემოტანას სეზონურად, რომ ჩვენს ერთგულ სტუმრებს შევთავაზოთ ახალი, ჯანსაღი და გემრიელი კერძები. ყველა რესტორანში თუ კაფეში მენიუ უნდა იცვლებოდეს წელიწადში სამჯერ, ან ოთხჯერ. წელიწადის ოთხივე დროს სხვადასხვა ბოსტნეული და ხილია ხელმისაწვდომი, შესაბამისად სეზონურად უნდა ემატებოდეს და მდიდრდებოდეს ყველა რესტორანი თუ კაფე ახალი კერძებით.
არის თუ არა საავტორო რეცეპტები მენიუში?
დიახ, წიგნის კაფე “ბიბლუსის“ ქსელში მენიუ მხოლოდ კლასიკურ რეცეპტებზე არ არის დაფუძნებული. სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ არაერთი საავტორო კერძი, რომელიც სპეციალურად შევიმუშავეთ.
რა არის წიგნის კაფე "ბიბლუსის" სამომავლო გეგმები?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის შეფასება, ამ ნაწილში ჩვენ მათთან გვაქვს მუდმივად კომუნიკაცია. შეფასების ბარათების საშუალებით მათგან ვიგებთ რა მოსწონთ,ან რის შეცვლას ისურვებდნენ.
სწორედ ასეთი კომუნიკაციის საფუძველზე გაჩნდა იდეა, შეგვექმნა განსხვავებული კონცეფციის კაფე, შესაბამისი ჯანსაღი მენიუთი, რომელიც საინტერესო იქნებოდა განსაკუთრებით სტუდენტებისთვის. ეს იდეა განვახორციელეთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება კიდევ ერთი ფილიალის გახსნა.
წიგნის კაფეების ქსელს ვუსურვებთ წარმატებებს!
R