"ასეთ ბოთლებში რძის პროდუქტებს ან ღვინოს ინახავენ... ეს კატეგორიულად აკრძალულია" - რა საფრთხე იმალება პლასტმასის ბოთლებსა და ჭურჭელში? - Gemrielia.ge

"ასეთ ბოთლებში რძის პროდუქტებს ან ღვინოს ინახავენ... ეს კატეგორიულად აკრძალულია" - რა საფრთხე იმალება პლასტმასის ბოთლებსა და ჭურჭელში?

რა შემთხვევაში ხდება საშიში პლასტმასის ბოთლის გამოყენება და როდის არის უსაფრთხო ეტიკეტზე დატანილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე საუბრობს:

-შეუძლებელია, ამ საუკუნეში პლასტმასა არ გამოვიყენოთ. თუმცა, აქაცაა გარკვეული ნიშნები, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ, რომელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის უფრო უსაფრთხო და რომელი - მავნებელი. ეტიკეტირებისას შესაძლოა, ყველა ნიშნულისა და ქიმიური ნაერთის სახელწოდება არ ვიცოდეთ, მაგრამ ყველა ბოთლსა თუ პლასტმასის ჭურჭელს თავისი მანიშნებელი აქვს, ექვემდებარება თუ არა გადამუშავებას. აქედან 1-იანი წყლის, ლიმონათის ბოთლებს ხშირად აწერია. ეს ნიშნავს, რომ ერთჯერადი გადამუშავებისაა და მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა უსაფრთხო. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, პლასტმასა არ უნდა გავათბოთ. ასევე, მზის ნათების ქვეშაც არ უნდა იყოს. მზის სხივი და მაღალი ტემპერატურა ასეთ ჭურჭელს აზიანებს და შემდგომში ეს უარყოფითი ნაერთები სითხეშიც და საკვებშიც გადადის.

ჩვენი ჯანმრთელობისათვის ყველაზე უსაფრთხო გადამუშავებას დაქვემდებარებული ნაერთები, პლასტმასებია. 2-იანი ყველაზე უსაფრთხოა და შეგვიძლია, 5-იანი ნიშნულითაც გამოვიყენოთ...განაგრძეთ კითხვა