"კარტოფილი, ხახვი, ავოკადო, პომიდორი..." - 10 პროდუქტი, რომელთა შენახვაც მაცივარში არ შეიძლება
ხშირად ყველა სახის საკვებ პროდუქტს მაცივარში ვინახავთ ხოლმე. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. თუმცა, ყველაფრის მაცივარში შენახვა არ შეიძლება. რა არ უნდა შევინახოთ მაცივარში, ამის შესახებ საინტერესო რუბრიკა "შუადღის" ეთერში ვიხილეთ:
- ზაფხულში პური აუცილებლად საყინულეში უნდა შევინახოთ. მოხმარებამდე კი, დაახლოებით, 20-25 წუთით ადრე გამოვიღოთ. მთლიანად არ იყინება, არც ტექსტურას კარგავს. ამიტომ, აუცილებელია, შევინახოთ საყინულეში და არა ზედა თაროებში, რადგანაც ასე პური შესაძლებელია, მარტივად გაფუჭდეს. სახლში გამომცხვარი პური, თუ მას ბევრი საფუარი არ აქვს, გარეთაც დიდხანს ძლებს და არ ფუჭდება. თუმცა, თუ პური ბევრი საფუარითაა დამზადებული აუცილებელია, რომ ზაფხულში საყინულეში შევინახოთ და ასე მოვიხმაროთ.
კარაქი მაცივრიდან მოხმარებამდე 15 წუთით ადრე უნდა გამოვიღოთ იმიტომ, რომ კარაქი პასტერიზებული რძისგან მზადდება, რომელიც მალე ფუჭდება. კარაქის მაცივრისგან შორს შენახვა რეკომენდებულია მხოლოდ რამდენიმე საათით. თუ მას დიდხანს მოათავსებთ გარეთ, შესაძლოა, გაფუჭდეს.
10 პროდუქტი, რომლებიც მაცივარში არ უნდა შეინახოთ:
- პომიდორი - თუ გინდათ, პომიდორი გემრიელად მიირთვათ, მაშინ ის მაცივარში არ უნდა შეინახოთ. მაცივრის ცივი ჰაერი პომიდვრის დამწიფებას აჩერებს. მოგეხსენებათ, პომიდვრის გემო სიმწიფის პერიოდთანაა დაკავშირებული. ამიტომ, მისი შენახვა მიზანშეწონილია კალათაში ან სამზარეულოს რომელიმე უჯრაში, სადაც უფრო ნაკლებად ეციება.
- რეჰანი - მალევე ჭკნება და მისი სუნი მთელ პროდუქტებზე გადადის. თუ გსურთ, რომ რეჰანი დიდხანს შეინახოთ, გაახმეთ და შემდე გაყინეთ.
- კარტოფილი - კარტოფილის მაცივარში შენახვისას, სახამებელი კიდევ უფრო ტკბება და მას გემო ეკარგება. თუ სარდაფი არ გაქვთ, მაშინ ეცადეთ, ბნელ ადგილზე შეინახოთ. კარტოფილმა აუცილებლად უნდა "ისუნთქოს". ის პარკში ან ჰერმეტულ გარემოში არ უნდა მოვათავსოთ.