რატომ არის კარგი სიცხეში ცხელი ჩაი და რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ, როცა ძალიან ცხელა - რას გვირჩევს ლაშა უჩავა?
ზაფხული პიკშია და გაუსაძლისი სიცხეც საგრძნობლად გვაწუხებს. ასეთ დროს როგორ უნდა დავაბალანსოთ ჩვენს ორგანიზმში სითხე; რა რაოდენობით უნდა მივიღოთ წყალი, დასაშვებია თუ არა გაუსაძლის სიცხეში მაცივარში გაცივებული წყლის დალევა ან რატომ უნდა მივიღოთ ცხელი ჩაი, მაშინ, როდესაც გარეთ ძალიან მაღალი ტემპერატურაა.
ამ ყველაფერზე ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება.
- წყალი რომ ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ორგანიზმი რომ დაახლოებით 60-70% წყლისგან შედგება, ამ საკითხის განხილვას არ დავიწყებ, რადგან მკითხველმა ამის შესახებ კარგად იცის... წყლის მიღება სეზონების მიხედვით განსხვავდება. ტემპერატურულ სხვაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
წყლის მიღებასთან დაკავშირებით ზაფხულის პერიოდი სხვა სეზონებისგან განსხვავებით, ყველაზე აქტუალურია. რაოდენობრივად ზაფხულში მეტი წყალი უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ ორგანიზმში დეჰიდრადაცია (გაუწყლოება) არ მოხდეს...განაგრძეთ კითხვა