"140 კგ ვიყავი... აი, დადგა ის დღე, როცა გიყვებით, როგორ დავიკელი 80 კილოგრამი" - ცნობილი ინფლუენსერის იაკო ჭალაგანიძის საოცარი გარდასახვა
ინტერნეტ მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი ინფლუენსერი იაკო ჭალაგანიძე გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას ყოველდღიურად უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეძლო, პანდემიის დროს 18 საათიანი კვების რეჟიმითა და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობით სასურველ ფორმაში ჩადგომა.
"და, აი, დადგა ის დღე, როცა თავიდან გიყვებით, როგორ დავიკელი 80 კილოგრამი. ზუსტად 5 წლის წინ დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება.
ეს ყველაფერი დაიწყო სამშაბათს, არ დავლოდებივარ ორშაბათს. დავიწყე 18-საათიანი დიეტა. მაშინ არ ვიცოდი, ზუსტად რა როგორ უნდა გამეკეთებინა. 9 თვის მანძილზე შევისწავლე ჩემი ორგანიზმი და მივხდი, რა უფრო ეფექტური იყო. ახლა თქვენ ამ ყველაფერს გიზიარებთ.
ბევრს 18-საათიანი დიეტა არასწორად ესმის. მე ვიკვებებოდი 10:00 საათზე და 16:00 საათზე. თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ 11:00 საათი და 17:00 საათი, ან 12:00 საათი და 18:00 საათი.
- გაღვიძებისას ვსვამდი 1 ჭიქა წყალს.
- პირველად ვიკვებებოდი 10:00 საათზე. 9 თვის მანძილზე არ ყოფილა დღე, როცა ეს რეჟიმი დავარღვიე. ვიკვებებოდი იმით, რაც სახლში გვქონდა. ვახშმისთვის მომზადებულ გემრიელობას მე დილისთვის ვინახავდი ხოლმე, მაგალითად, დილით მიჭამია აჩმა, ლობიანი, მწვადი, ქათამი, აჯაფსანდალი - ადეკვატური რაოდენობით.
- 4 საათამდე არაფერს ვჭამდი, ერთ ცალს მზესუმზირასაც კი. მხოლოდ ვსვამდი წყალს - 30 კილოგრამზე 1 ლიტრი წყალი. იცოდეთ, რომ ამ დროს იცლებით ზედმეტი შლაკებისგან. წყალი მეხმარებოდა, რომ არაფერი მეჭამა და არ მომშივებოდა. ამის პარალელურად, ყოველ დღე დავდიოდი ფეხით, სწრაფი ნაბიჯებით, ერთი საათით. ოპერაცია რომ არ დამჭირდა და კანი არ მომეშვა, ამ სიარულის დამსახურება მგონია...განაგრძეთ კითხვა