"არ დალიოთ ყავა უზმოზე და საღამოს..." - ნუტრიციოლოგი ყავის დღიურ ნორმასა და დალევის სწორ წესებს გაგაცნობთ - Gemrielia.ge

"არ დალიოთ ყავა უზმოზე და საღამოს..." - ნუტრიციოლოგი ყავის დღიურ ნორმასა და დალევის სწორ წესებს გაგაცნობთ

ნუტრიციოლოგი ნაია ლატარია გადაცემაში "შუადღე" ყავის სასარგებლო თვისებებისა და კოფეინის დღიური ნორმის შესახებ საუბრობს:

- ყავა ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ძალიან კარგი გემოვნური თვისებები აქვს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მიღების დროს ზომიერება დავიცვათ. ყავა კოფეინს შეიცავს. კოფეინის დღიური ნორმა 400 მილიგრამია. ორსულებისთვის ეს დოზირება ნახევრდება. ორსულმა 200 მილიგრამ კოფეინზე მეტი არ უნდა მიიღოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყავის ფინჯნების რაოდენობა გავაკონტროლოთ.

1 ჩაის კოვზი, დაახლოებით, 7 გრამი ყავა 80 მილიგრამ კოფეინს შეიცავს. ამიტომ, თურქულად თუ ვადუღებთ ყავას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეში მაქსიმუმ 4 ფინჯანი მივიღოთ. 4 ფინჯანს არ უნდა გადავაჭარბოთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შოკოლადიდანაც ვიღებთ კოფეინს.

კოფეინის შემცველობა:

  • ხსნადი ყავა - 30-90 მილიგრამი
  • თურქული ყავა - 50-65 მილიგრამი
  • ესპრესო, ლატე , კაპუჩინო - 63-75 მილიგრამი
  • ორმაგი ესპრესო - 125-150 მილიგრამი
  • უკოფეინო ყავა - 2-7 მილიგრამი

განაგრძეთ კითხვა