"მეგონა წაიღებდა ვინმე, თუმცა საღამოს სავსე დამხვდა..." - რა სახალისო პოსტს აქვეყნებს ცნობილი შეფი და როგორ ეხმაურებიან მას დიასახლისები? - Gemrielia.ge

"მეგონა წაიღებდა ვინმე, თუმცა საღამოს სავსე დამხვდა..." - რა სახალისო პოსტს აქვეყნებს ცნობილი შეფი და როგორ ეხმაურებიან მას დიასახლისები?

ცნობილი შეფმზარეული ირაკლი ბერიძე „გემრიელიას“ ფეისბუქ-ჯგუფში სახალისო პოსტს აქვეყნებს:

„ყაბაყით ნახევრად სავსე კალათა დავდგი კართან, მეგონა წაიღებდა ვინმე. საღამოს სავსე დამხვდა, დამიმატეს. რა გავაკეთო ყაბაყით?“

პოსტს ჯგუფის წევრებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ დიასახლისების რჩევით შერჩეულ ყაბაყის რეცეპტებს:

yabayi-1-1753770628.jpg

  1. "მრგვლად დაჭრილი ყაბაყი ამოავლეთ მარილმოყრილ ფქვილში და შეწვით. დაჭერით ალყა-ალყად ხახვი, ბულგარული წიწაკა,მოშუშეთ ეს ერთად, ორი კბილი ნიორი დაუმატეთ და მოაყარეთ მაღლიდან შემწვარ ყაბაყის. მიირთვით გემრიელად, ნამდვილად მოგეწონებათ. (ყაბაყი უნდა იყოს ნორჩი)", - წერს მარინა კუპრავიშვილი.
  2. "ძალიან სასარგებლოა, თან გემრიელობაც შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგალითად, დაჭერით მრგვლად გათლილი ყაბაყი აურიეთ შავი პილპილი, მარილი და მოასხით ზეითუნის ზეთი. შედგით ღუმელში ასე ნახევარი საათი. შეგიძლიათ კარტოფილთან ერთად შეწვათ. ბოლოს დაკეპილი ნიორო მოაყარეთ, უგემრიელესია. თუ ზეითუნის ზეთი არ გაქვთ, ჩვეულებრივიც შეიძლება", - წერს ნესტანი ფინთიხაშვილი.
  3. "ძალიან სასარგებლოა ყაბაყი! ათასნაირ გემრიელობებს ვამზადებ მე. ჩვეულებრივ დავთლით, მარილი არ უნდა ეგრევე შეწვავ ორივე მხრიდან, გინდა მარტო ნივრით, გინდაც ჩახრაკულ პამიდორში ჩაალაგე. გინდა დაჭერი და შებრაწე ორივე მხრიდან, გათქვიფე კვერცხი, გადაასხი ზემოდან ძალიან. გამოდის გემრიელია და სასარგებლო გინდაც როგორც აჯაფსანდალი ისე გააკეთე. მხოლოდ ყაბაყით, ბულგარული, კარტოფილი და პამიდვრით ძალიან გემრიელია და უფრო მალე მზადდება", - წერს მოლია შველიძე.
  4. "მრგვლად დაჭრილი ამოავლეთ მარილიან ფქვილში და შეწვით. ცალკე დააბლენდერეთ ან დააჩოფერეთ ქინძი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ძმარი და წყალი (დაახლოებით მეოთხედი ჭიქა) და კარგად ამოსვარეთ ყაბაყი ამ ნაზავში. მჭადზე დადეთ და ისიამოვნეთ", - წერს იაკო ფუთკარაძე.
  5. "დაჭერით ყაბაყი მრგვლად. გამოიყვანე მარილში და შეწვი. დაჭერით ხახვი, მწვანე ქინძი, წიწაკა და მარილი გემოვნებით. შესვარეთ ამ ფარშში და დანამეთ ძმრით, ძალიან ჰგავს სოკოს.მიირთვით გემრიელად" - წერს მანანა ჭანტურიძე.