რატომ არის საშიში პირდაპირ მზის სხივების ქვეშ განთავსებული გაზიანი გამაგრილებელი სასმელები? - რას გვირჩევს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი - Gemrielia.ge

რატომ არის საშიში პირდაპირ მზის სხივების ქვეშ განთავსებული გაზიანი გამაგრილებელი სასმელები? - რას გვირჩევს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში წერს, თუ რატომ არის საშიში პირდაპირ მზის სხივების ქვეშ განთავსებული გაზიანი გამაგრილებელი სასმელები:

რა ხდება მზის ზემოქმედებით:

gaziani-sasmeli-1753857319.jpg

1. ქიმიური რეაქციები იწყება

  • სიცხე და ულტრაიისფერი სხივები აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს, რაც იწვევს სასმელში არსებული კომპონენტების (შაქარი, მჟავები, კონსერვანტები) დაშლას ან ურთიერთქმედებას.
  • შეიძლება წარმოიქმნას არასასურველი ნივთიერებები (მაგ. ფურფუროლი), რომლებიც დიდი რაოდენობით მავნებელია.

2. გემოს და სუნის შეცვლა

  • სასმელი კარგავს თავდაპირველ არომატს, ხშირად იღებს დამწვარ/მჟავე გემოს.
  • განსაკუთრებით იგრძნობა არაბუნებრივი გემო გაზიანი სასმელების შემთხვევაში.

3. გაზის წნევის მომატება

  • სიცხის დროს გაზიანი სასმელი (CO₂-ით გაჯერებული) შიგნიდან ემატება წნევას, რაც ზრდის ბოთლის ან ქილის გაბერვის/აფეთქების რისკს;
  • გახსნისას შესაძლოა ძლიერი აფეთქებით გაიხსნას და გარეთ გადმოიფრქვეს.

4. პლასტმასის ბოთლის რეაქცია

  • მზის სხივები იწვევს პლასტმასის დეგრადაციას.
  • ზოგ შემთხვევაში მიკრონაწილაკები ან ქიმიური ნივთიერებები (მაგ. ბისფენოლი A — BPA) შეიძლება გადავიდეს სასმელში.

რისკები ჯანმრთელობისთვის:

  • არაპირდაპირი გზით შესაძლებელია ტოქსიკური ნივთიერებების მიღება.
  • ბავშვებისა და ორსულებისთვის განსაკუთრებით საზიანოა მსგავსი რეაქციებით შეცვლილი პროდუქტების მიღება.

რჩევა:

  • შეინახე გამაგრილებელი სასმელები ბნელ, გრილ ადგილას, მაქსიმუმ 25°C-ზე.
  • არ შეიძინო გზის პირას მყოფი სასმელები, თუ ისინი მზეზე ინახებოდა.
  • თუ ბოთლი დაბერილია ან სასმელს აქვს უცნაური გემო/სუნი, ნუ დალევ.