MOVA-ს აეროგრილებზე ფასდაკლება 3 აგვისტოს ჩათვლით იმოქმედებს - არ გაუშვათ ხელიდან შანსი, შეიძინოთ სუპერ-თანამედროვე ტექნიკა, რომელიც სამზარეულოში თქვენი მთავარი დამხმარე გახდება
თუ აეროგრილის შეძენას ფიქრობდით, ახლა შესანიშნავი დროა! 3 აგვისტომდე MOVA-ს პოპულარულ მოდელებზე სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს, რაც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი მოწყობილობა საუკეთესო ფასად.
MOVA გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, ფუნქციური სერვისით და ხელმისაწვდომი ფასებით. ამ ბრენდის აეროგრილები იდეალურია მათთვის, ვისაც სურს სწრაფად, ჯანსაღად და მარტივად მოამზადოს სხვადასხვა კერძი — ზედმეტი ცხიმის გარეშე.
რა არის აეროგრილი და რატომ უნდა გქონდეთ სახლში?
აეროგრილი ცხობის ინოვაციური მეთოდია, რომელიც ცირკულირებადი ცხელი ჰაერის მეშვეობით ამზადებს პროდუქტს, არ საჭიროებს ზეთს და ინარჩუნებს კერძის გემოსა და ტექსტურას. ის იდეალურია სწრაფი საუზმებისთვის, ბოსტნეულის და ხორცის მომზადებისთვის. ზოგ მოდელს აქვს დესერტების ცხობის, ხილის გამოშრობის და იოგურტის ფერმენტაციის ფუნქციაც.
აეროგრილის შერჩევისას გაითვალისწინეთ:
- მოცულობა: განსაზღვრეთ, რამდენი ადამიანისთვის ამზადებთ საჭმელს.
- ფუნქციონალი: აქვს თუ არა ცხობის, გამოშრობის ან ტემპერატურის შენარჩუნების რეჟიმი.
- გაწმენდის სიმარტივე: არაწებვადი ზედაპირი დიდ დროს და ძალისხმევას დაგაზოგინებთ.
- სენსორული პანელი და პროგრამები: წინასწარ დაყენებული რეჟიმები და სენსორები აადვილებს საჭმლის მომზადების პროცესს.
განვიხილოთ MOVA-ს აეროგრილების ორი მოდელი:
MOVA Air Fryer FD20 Pro 9L — შესანიშნავია დიდი ოჯახებისთვის და ექსპერიმენტების მოყვარულთათვის:

თუ გსურთ მრავალფეროვანი კერძების ერთდროულად მომზადება და არ გსურთ სამზარეულოში საათობით ყოფნა, Mova Air Fryer FD20 Pro 9L ნამდვილად თქვენი ასისტენტი გახდება. მისი მოცულობა - 9 ლიტრი და ორ ნაწილად გაყოფის ფუნქცია განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის: ერთ უჯრაში შეგიძლიათ ბოსტნეული შეწვათ, მეორე უჯრაში კი პარალელურად მოამზადოთ თევზი, ქათამი ან დესერტიც კი — ერთდროული პროცესით დაზოგავთ დროს და მიიღებთ სრულფასოვან სადილს მთელი ოჯახისათვის.
Mova Air Fryer FD20 Pro 9L -ის ტემპერატურის ფართო დიაპაზონი (40–230°C) იდეალურია როგორც დელიკატური კერძებისთვის (მაგალითად, იოგურტის მოსამზადებლად), ასევე მაღალი ტემპერატურის რეჟიმებში გამოცხობისთვის ან ხრაშუნა ქერქის შესაქმნელად. არანაკლებ გამოსადეგია მისი დეჰიდრატაციის ფუნქცია, რაც საშუალებას გაძლევთ დაამზადოთ მშრალი ხილი, ჩიფსები ან შეინახოთ ბოსტნეული.
FD20 Pro 9L-ის მთავარი უპირატესობები:
- ტემპერატურის რეგულირება 40°C-დან 230°C-მდე• დეჰიდრატაცია — პროდუქტების გამოსაშრობად• იოგურტის მომზადების რეჟიმი• ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქცია• ციფრული პანელი და წინასწარ დაყენებული პროგრამები, რომლებიც მაქსიმალურად აადვილებს პროცესს• არაწებვადი ზედაპირი და მარტივი გაწმენდა — მინიმალური ძალისხმევით
MOVA FD20 Pro (9ლ) შეძენა შესაძლებელია ონლაინ. მიჰყევით ბმულებს და აირჩიეთ სასურველი მოდელი:
http://short.palitra.ge/JAB7OcFm
http://short.palitra.ge/iTYoUSqZ
http://short.palitra.ge/WPzHERLf
http://short.palitra.ge/gIKCnOSP
MOVA FD10 Pro 6L — იდეალურია მცირე სამზარეულოებისთვის ან წყვილებისათვის

თუ სივრცის დაზოგვა თქვენთვის პრიორიტეტულია, მაშინ Mova FD10 Pro ნამდვილად გასათვალისწინებელი ვარიანტია. მისი 6 ლიტრიანი მოცულობა იდეალურია მცირე სამზარეულოსთვის ან მათთვის, ვინც ძირითადად 2–3 პორციას ამზადებს. თუმცა, მიუხედავად ზომისა, ეს მოდელი ფუნქციურობით არ ჩამოუვარდება დიდ აეროგრილებს. 11 წინასწარ დაყენებული სენსორული პროგრამა, 360 გრადუსით თანაბარი გახურება და ინტუიციური OLED ეკრანი საშუალებას გაძლევთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღოთ სასურველი შედეგი.
კიდევ ერთი დიდი უპირატესობაა მისი გამჭვირვალე ფანჯარა, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ დაკვირვება კერძის მომზადების პროცესზე უჯრის გახსნის გარეშე — ესეც დაზოგილი ენერგია და სტაბილური ტემპერატურაა. გარდა ამისა, FD10 Pro გამოირჩევა ჩუმი რეჟიმით, რაც კიდევ უფრო ამაღლებს კომფორტის დონეს ყოველდღიური მოხმარებისას.
MOVA FD10 Pro (6ლ) შეძენა შესაძლებელია ონლაინ. მიჰყევით ბმულებს და აირჩიეთ სასურველი მოდელი:
http://short.palitra.ge/RLyrMx8n
http://short.palitra.ge/xHUAJNps
http://short.palitra.ge/64wzvDyX
http://short.palitra.ge/xDSXv4WM
საბოლოოდ, არჩევანი როგორც FD20 Pro-ის, ასევე FD10 Pro-ის შემთხვევაში, მორგებულია თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებზე - დროის დაზოგვა, მოხერხებულობა, მრავალფუნქციურობა და რაც მთავარია - ჯანსაღი კვების ხელშეწყობა. ორივე მოდელი იდეალურად ერგება თანამედროვე ცხოვრების რიტმს - დაზოგავთ დროს, ადგილს და ენერგიას. და რაც მთავარია, მიიღებთ ჯანსაღ და გემრიელ კერძს ყოველ ჯერზე.
ფასდაკლების აქცია ძალაშია მხოლოდ 3 აგვისტომდე — არ გამოტოვოთ შანსი, MOVA-ს აეროგრილი თქვენი მთავარი დამხმარე გახდება სამზარეულოში.
R