რამდენად მნიშვნელოვანია სამზარეულოში ხარისხიანი აქსესუარები ქონა და რატომ ანიჭებენ უპირატესობას ბრენდ OXO-ს? - Gemrielia.ge

რამდენად მნიშვნელოვანია სამზარეულოში ხარისხიანი აქსესუარები ქონა და რატომ ანიჭებენ უპირატესობას ბრენდ OXO-ს?

გიამბობთ ბრენდ OXO-სა და მისი აქსესუარების შესახებ, რომელიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ.

ბრენდ OXO-ს უპირატესობები:

  1. ერგონომიული და კომფორტული დიზაინი, რბილი სახელურებით, რომელიც არ სრიალებს და კომფორტულია გამოსაყენებლად მაშინაც კი, როცა სველი ან ცხიმიანი ხელები გვაქვს.
  2. მაღალი ხარისხის მასალები - ბრენდი ხშირად იყენებს უჟანგავ ფოლადს, BPA-სგან თავისუფალ პლასტმასს და სითბოს მიმართ მდგრად სილიკონს, რის ხარჯზეც აქსესუარები დიდხანს ძლებს და სწრაფად არ დეფორმირდება ან ფუჭდება;
  3. აქსესუარების გარეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში;
  4. „ოქსოს“ პროდუქციას აქვს მცირე დეტალები, რომელიც დიდ კომფორტს შეგიქმნით კერძების მომზადებისას;
  5. ფართო არჩევანი - ბრენდს აქვს სამზარეულოს აქსესუარების ფართო ასორტიმენტი, რაც საშუალებას გაძლევთ, კერძის მომზადება და შენახვა უფრო კომფორტული გახადოთ;
  6. მოსახერხებელია ყველასთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც ართრიტი აწუხებს;
  7. გარანტირებულად უკეთესი - ეს „ოქსოს“ ლოზუნგია, რომელსაც ბრენდი წლებია ამართლებს, რადგან მისი პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის მასალებით და ათწლეულები ძლებს.

წარმოგიდგენთ „ოქსოს“ რამდენიმე ყველაზე პოპულარულ აქსესუარს, რომელიც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას:

oxo-1-2-1755151254.jpg

ონლაინ შესაძენად ესტუმრეთ ბმულებს EE.ge ან Veli.store

  1. უჟანგავი ფოლადის სახეხი კონტეინერით

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და პრაქტიკული ნივთი თქვენი სამზარეულოსთვის. „ოქსოს“ სახეხი 4 ერთში გაძლევთ საშუალებას, დაზოგოთ დრო და გაიმარტივოთ საქმე. აქვს მოსახსნელი გასახსნელი თავაკი, არ სრიალებს სადგამი, აქვს საზომი ნიშნები და კონტეინერი, რომელიც პირდაპირ სადგამის ქვეშ მაგრდება და შიგნით თავსდება გახეხილი მასა. მისი მოხსნა შეგიძლიათ სურვილისამებრ.

ზედაპირი არ ცურავს ხელში, რაც საშუალებას მოგცემთ, კომფორტულად გახეხოთ პროდუქტი. ამასთან, შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვაც.

oxo-1-1755151276.jpg

  1. უჟანგავი ფოლადის სათლელი

ყოველთვის ფრთხილად ხართ პროდუქტის გათლის დროს და ხანდახან ხელიც გაგიჭრიათ ხოლმე? - ეს უსიამოვნო ინციდენტები წარსულს ჩაბარდება, თუ „ოქსოს“ სათლელზე გადახვალთ. პროდუქტის მბრუნავი პირების წყალობით მასზე ხელის გაჭრა ფაქტობრივად შეუძლებელია.

მბრუნავი პირები მარტივად ერგება ხილისა და ბოსტნეულის არათანაბარ ზედაპირს, თლის თხლად და თანაბრად. სათლელი დამზადებულია უჟანგავი ფოლადსგან, მისი ზედაპირი კი მასალით, რომელიც არ სხლტის ხელში და მოსახერხებელია დასაჭერად. სათლელი შეგიძლიათ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხს მანქანაშიც.

OXO ასევე აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მასალებისგან დამზადებულ კონტეინერებს, რომელიც კერძებს უნარჩუნებს გემოვნურ თვისებებსა და უსაფრთხოდ ინახავს რეკომენდებული დროით. ბრენდის კონტეინერების, სპატულებისა და სხვა დამხმარე აქსესუარების სანახავად და შესაძენად მიჰყევით ბმულებს:

(R)