ეს 8 ბოსტნეული მუცლის ცხიმის დაწვას ეხმარება - რას გვირჩევს დიეტოლოგი
„ბოსტნეული მდიდარია ბოჭკოთი, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით. ისინი არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს, ამცირებენ ანთებას და უზრუნველყოფენ ორგანიზმის ეფექტურ ფუნქციონირებას. ზოგიერთი მათგანი კი განსაკუთრებით ეფექტურია მუცლის ცხიმის წინააღმდეგ,“ — აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ბოსტნეული, რომელიც უნდა დაამატოთ რაციონში
ბროკოლი
ანტიოქსიდანტებით მდიდარი ბროკოლი ამცირებს ანთებას და ხელს უწყობს ვისცერალური ცხიმის დაწვას. Journal of the Academy of Nutrition and Dietetics-ის კვლევამ დაადასტურა, რომ მისი რეგულარული მოხმარება ჭარბწონიან ახალგაზრდებში მუცლის ცხიმს მნიშვნელოვნად ამცირებს.
სტაფილო
დაბალკალორიული, მაგრამ სასარგებლო ნივთიერებებით სავსე სტაფილო კიდევ ერთი ძლიერი მოკავშირეა წონის კლების პროცესში. ის ანიჭებს ნაყროვანების შეგრძნებას და ამავდროულად ორგანიზმს ავსებს ვიტამინებით.
სალათის ფოთოლი
კაროტინოიდებით მდიდარი სალათის ფოთოლი ხელს უწყობს ვისცერალური ცხიმის შემცირებას და ამასთან, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას.
ნარინჯისფერი და ყვითელი ბულგარული წიწაკა
ლუტეინის მაღალი შემცველობა ამ ბოსტნეულს ეფექტურ იარაღად აქცევს ქოლესტერინისა და მუცლის ცხიმის დასაწევად. განსაკუთრებით სასარგებლოა დაბალკალორიულ დიეტასთან ერთად.
ჭარხალი
ბოჭკოთი მდიდარი ჭარხალი ამცირებს მადას, ხელს უშლის მუცლის შებერილობას და აძლიერებს ნაყროვანების შეგრძნებას. მისი დადებითი გავლენა ნაწლავების მიკრობიომზეც დადებითად მოქმედებს წონის რეგულაციაზე.
კალე
ეს ფოთლოვანი ბოსტნეული ნამდვილ „სუპერფუდად“ ითვლება. ის შეიცავს ვიტამინებს A, K, C და B6, ასევე მანგანუმს, სპილენძს, კალიუმს და ბოჭკოს. კალე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა ჯანმრთელი წონის შესანარჩუნებლად.
ისპანახი
დაბალკალორიული, მაგრამ ნოყიერი – ისპანახი სწრაფად ანიჭებს სავსე კუჭის შეგრძნებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ეხმარება მუცლის ცხიმის შემცირებაში.
წითელი ბულგარული წიწაკა
ანტიოქსიდანტებით სავსე წითელი ბულგარული წიწაკა ამცირებს მადას და ავსებს ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებით, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს დიეტის დროს.
ამ ბოსტნეულის ჩართვა ყოველდღიურ კვებაში დაგეხმარებათ არა მხოლოდ მუცლის ცხიმის დაწვაში, არამედ ზოგადად ენერგიისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.