4 რამ, რასაც გასტროენტეროლოგი ყოველდღიურად აკეთებს, რომ მეტაბოლიზმი საათივით მუშაობდეს - Gemrielia.ge

4 რამ, რასაც გასტროენტეროლოგი ყოველდღიურად აკეთებს, რომ მეტაბოლიზმი საათივით მუშაობდეს

გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი და წიგნის „ნაწლავების განახლება“ ავტორი როშინი რაჯი ხაზს უსვამს, რომ ნაწლავების დაცვა არც ისე რთული ამოცანაა. სწორედ ამიტომ, ის საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ოთხ მარტივ, მაგრამ ეფექტურ წესს მიჰყვება:


სანელებლები დილის ყავაში


brazilskij-kofe-perec-1756881897.jpg


ყავაში დარიჩინის ან ჯანჯაფილის დამატება ყველაზე მარტივი გზაა კვების რაციონში ფიტონუტრიენტების რაოდენობის გასაზრდელად, განმარტავს დოქტორი რაჯი. „ეს ნაერთები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც უჯრედებს აზიანებენ და დაბერებას აჩქარებენ, გარდა ამისა, ისინი ნაწლავებში „კარგი“ ბაქტერიების რაოდენობას ზრდიან“ — ამბობს ექიმი.

ფეხების დამხმარე საყრდენი ტუალეტში

დოქტორი რაჯის პაციენტების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა კუჭის შეკრულობაა. ის განმარტავს, რომ თუ ადამიანი ტუალეტში კვირაში სამჯერ ან უფრო იშვიათად მიდის, ეს შეიძლება იყოს ნიშანი, რომ ნაწლავების მუშაობა შეფერხებულია.


თუ თქვენ საკმარისი რაოდენობით სვამთ წყალს, იღებთ ბოჭკოვან პროდუქტებს და ფიზიკურად აქტიური ხართ, მაგრამ მაინც გაწუხებთ შეკრულობა, ექიმი გირჩევთ, გამოიყენოთ ფეხების დამხმარე საყრდენი ტუალეტში.


მაღლა აწეული მუხლები ამცირებს დაძაბულობას და ხელს უწყობს ნაწლავების სწრაფ და მარტივ დაცლას.

მეტი ჯანსაღი ცხიმი


jpg-1000-0688985b-7b8b-490a-8c37-68aae9389112-1756882289.png


დოქტორ რაჯის თქმით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ნაწლავებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საკვებია. ისინი ხელს უწყობენ „კარგი“ ბაქტერიების გამრავლებას და ნაწლავების მიკრობიომის გაჯანსაღებას.


ამიტომ ექიმი რეკომენდაციას უწევს ავოკადოს, ისპანახის, კაკლისა და ცხიმიანი თევზის რეგულარულად მიღებას. ნაკლები გადამუშავებული ხორციდოქტორი რაჯი თავის პაციენტებს ურჩევს, გადამუშავებული ხორცპროდუქტები — სოსისი, ძეხვი და შებოლილი ხორცი რაც შეიძლება ნაკლებად მიირთვან. „ისინი შეიცავენ ნიტრატებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში არ არის, ნაწლავების „კარგი“ ბაქტერიებისთვის ტოქსიკურია“ — აღნიშნავს ექიმი.


რა თქმა უნდა, ერთჯერადი მიღება დიდ ზიანს არ მოგაყენებთ, მაგრამ ასეთ პროდუქტებს არ უნდა დაუთმოთ მთავარი ადგილი თქვენს რაციონში.