8 შემთხვევა, როცა ჩაის დალევა აკრძალულია! - Gemrielia.ge

8 შემთხვევა, როცა ჩაის დალევა აკრძალულია!


ჩაი მეტად სასარგებლო სასმელია და ორგანიზმს ენერგიით ავსებს. მაგრამ არსებობს რამდენიმე წესი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩაის მირთმევისას

 

აკრძალვა პირველი - ჩაი მშიერ კუჭზე. ძველი ჩინელები თვლიდნენ, რომ არ შეიძლება ჩაის დალევა "ცარიელ გულზე" , რადგან კუჭისთვის არასასურველია.

აკრძალვა მეორე - მდუღარე ჩაი. მეტისმეტად ცხელი ჩაი ყელს, საყლაპავს და კუჭს აღიზიანებს და აზიანებს. რეგულარული მიღებისას კი შესაძლოა ამ ორგანოების დაავადებები გამოიწვიოს. ჩაის ტემპერატურა არ უნდა სცილდებოდეს 56-60 გრადუსს.

აკრძალვა მესამე - ცივ კერძზე ცხელი ჩაის დაყოლება. ასეთი კონტრასტი კბილის ემალს აზიანებს.

აკრძალვა მეოთხე - მეტისმეტად მაგარი ჩაი. კოფეინისა და ტანინის მაღალი შემცველობა შესაძლოა უძილობისა და თავის ტკივილის მიზეზი გახდეს.

აკრძალვა მეხუთე - ჩაის დაყენების ხანგრძლივობა. თუ ჩაის ნაყენს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აყენებთ, არა მხოლოდ არომატი, გემო და სასარგებლო ნივთიერებების ნაწილი იკარგება, არამედ იწყება ჩაის ეთერზეტების დამჟავების პროცესი. ასეთი ჩაი ნაკლებადაა სასარგებლო. თანაც, რაც უფრო დიდ ხანს გააჩერებთ ჩაის ნაყენს სითბოში, მეტი შანსი აქვთ ბაქტერიებს გასამრავლებლად. ამიტომ ჩაი უშუალოდ მირთმევის წინ მოამზადეთ და დააყენეთ 5-10 წუთის განმავლობაში

აკრძალვა მეექვსე - ჩაის მრავალჯერადი გამოყენება. დამტკიცებულია, რომ პირველი დაყენებისას ფოთლიდან სასმელში ხვდება სასარგებლო ნივთიერებების 50%. ყოველ შემდეგ ჯერზე ეს რიცხვი იკლებს და მხოლოდ შეფერადებულ წყალს ვიღებთ.

აკრძალვა მეშვიდე - ჩაი ჭამის წინ და შემდეგ. უშუალოდ ჭამის წინ ან მის შემდეგ მაშინვე ჩაის დალევა არ არის სასურველი, რადგან საჭმლის მონელების პროცესს არღვევს და ანელებს. უმჯობესია ეს სასმელი ჭამამდე 30 წუთით ადრე, ან მის შემდეგ 20-30 წუთში მიიღოთ.

აკრძალვა მერვე - ჩაი წამალთან ერთად. ძველი ჩინელების აზრით, ჩაი კლავს წამალს. მასში შემავალი მთრთიმლავი ნივთიერებები ხელს უშლის წამლების შეთვისების პროცესს.