"იმ ბავშვებთან, რომლებიც დილით საუზმეს არ მიირთმევენ, ემოციური ფონი გაცილებით უარესია..." - რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი? - Gemrielia.ge

"იმ ბავშვებთან, რომლებიც დილით საუზმეს არ მიირთმევენ, ემოციური ფონი გაცილებით უარესია..." - რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი?

ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში "იმედის დღე" მოწვეულ სპეციალისტთან ერთად, საუზმის მნიშვნელობაზე საუბრობს და მშობლებს საინტერესო ინფორმაციას უზიარებს:

- მრავალრიცხოვანი კვლევა არსებობს, რომ იმ ბავშვებთან, რომლებიც დილით საუზმეს არ მიირთმევენ, ემოციური ფონი გაცილებით უარესია. უფრო მეტად გაღიზიანებულები არიან და აკადემიური მოსწრებითაც ჩამორჩებიან იმ თანატოლებს, რომლებიც დილით საუზმობენ. საუზმე, თითქოს, მარტივი რამ არის. მაგრამ, 15 წუთით ადრე ადგომაც კი მშობელს დისკომფორტს უქმნის. უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ჩვენც ვცოდავთ და ვამბობთ: "არა უშავს, იყოს, სკოლაში მიირთმევს..."

ამავე გადაცემაში პედიატრი თეა აბჟანდაძე საუზმისთვის იდეალური კომპონენტების შესახებ საუბრობს:

- როდესაც საუზმეში კვერცხია, უნდა ვიცოდეთ, რომ ის ცილის წყაროა.

ავოკადო -ჯანსაღი ცხიმის წყაროა...განაგრძეთ კითხვა