"ზამთრისთვის შესანახი ტომატის დროა, არაფერს არ ვუკეთებთ უბრალოდ ვხარშავთ და ვინახავთ მარილით…" - რა ვიდეოს აქვეყნებს ზურაბ შევარდნაძე? - Gemrielia.ge

"ზამთრისთვის შესანახი ტომატის დროა, არაფერს არ ვუკეთებთ უბრალოდ ვხარშავთ და ვინახავთ მარილით…" - რა ვიდეოს აქვეყნებს ზურაბ შევარდნაძე?

ცნობილი ფლორისტი, "გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

ზურა შევარდნაძე ნინო კვაჭანტირაძესთან ერთად, თავის გამომწერებს ტომატის საწებლის ვიდეორეცეპტს უზიარებს.

რეცეპტი: 10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი, 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი მწარე წითელი წიწაკა, 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს. რომ გაგრილდება დავაბლენდერებთ, დაუმატებთ მარილს გემოვნებით და 10 გრ ( 20 აბი) ასპირინს, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში ან ბოთლებში და ვინახავთ გრილ ადგილზე. ( გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი ) პ.ს. ვინც ასპირინს უფრთხის, მაშინ მდუღარე საწებელი უნდა ჩაასხათ გასტერილებულ ცხელ ქილებში, ან ჩაასხათ ქილებში და გაასტერილოთ წყალში ან ღუმელში.