"ერთ მარტივ ხრიკს გასწავლით... ეს არის ნივრის შენახვის მარტივი და პრაქტიკული მეთოდი" - გამოცდილი დიასახლისის რჩევა - Gemrielia.ge

"ერთ მარტივ ხრიკს გასწავლით... ეს არის ნივრის შენახვის მარტივი და პრაქტიკული მეთოდი" - გამოცდილი დიასახლისის რჩევა

ფეისბუქ ჯგუფ "გემრიელიას" ერთ-ერთმა წევრმა, დიახალისმა ნივრის შენახვის მარტივი და პრაქტიკული მეთოდი გაგვიზიარა.

აი, როგორ შეგიძლიათ ნივრის გაყინვა ისე, რომ ყოველთვის მზად ჰქონდეთ მოხმარებისთვის:

  1. აიღეთ ნიორი და გაარჩიეთ კბილებად.
  2. დააბლენდერეთ ან დააქუცმაცეთ სასურველი კონსისტენციის მიხედვით.
  3. მიღებული მასა მოათავსეთ ცელოფანში ან საკვები პარკში.
  4. თანაბრად გაასწორეთ და გაყინვამდე დაყავით პორციებად (მაგალითად, ხაზებით მონიშნეთ სექციები).
  5. მოათავსეთ საყინულეში და გამოიყენეთ საჭიროებისამებრ.

ეს მეთოდი დაზოგავს დროს სამზარეულოში და საშუალებას მოგცემთ ყოველთვის მზად გქონდეთ ნიორი კერძებისთვის.

რეცეპტი: კულინარია