"ერთდღიანი კვების რაციონი მათთვის, ვინც ცხიმში შემწვარ საკვებს თავს არიდებს...." - რას გვირჩევს ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი? - Gemrielia.ge

"ერთდღიანი კვების რაციონი მათთვის, ვინც ცხიმში შემწვარ საკვებს თავს არიდებს...." - რას გვირჩევს ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი?

ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ერთდღიან კვების რაციონს, რომელიც მთლიანად გამორიცხავს ცხიმში შემწვარ პროდუქტებს:

ეს მენიუ დაბალანსებულია. გამოვიყენე მომზადების ისეთ მეთოდები, როგორიცაა ხარშვა, ორთქლზე მომზადება, გამოცხობა და გრილზე შეწვა.

გაღვიძებისთანავე:

  • ერთი ჭიქა თბილი წყალი ნახევარი ლიმონის წვენით: ეს არის საუკეთესო საშუალება დილით მეტაბოლიზმის გასააქტიურებლად.

საუზმე - "ენერგიით დამუხტვა"

shvriis-fafa-1759325143.jpg

შვრიის ფაფა წყალზე:

  1. 50 გრ შვრიის ფანტელი, მოხარშული წყალზე.
  2. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი (სიტკბოსთვის).
  3. მოაყარეთ ერთი მუჭა კენკრა (მოცვი, ჟოლო, მარწყვი).
  4. დაამატეთ 6 ცალი ნუში.

რატომ არის სასარგებლო? ეს საუზმე რთული ნახშირწყლების, უჯრედისის, ვიტამინებისა და ჯანსაღი ცხიმების ბალანსია. ის გაძლევთ ხანგრძლივ დანაყრების შეგრძნებას და თავიდან გაცილებთ შაქრის დონის მკვეთრ მერყეობას.

ხემსი - "ვიტამინების მარაგი"

vashli-qliavi-1759325970.jpg

ხილის ასორტი:

  • 1 საშუალო ზომის ვაშლი.
  • 2 საშუალო ზომის ქლიავი.

რატომ არის სასარგებლო? ხილი უზრუნველყოფს ორგანიზმს ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რაც აუცილებელია ტვინის აქტიური მუშაობისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

სადილი - "სრულფასოვანი სიმსუბუქე"

grilze-shemwvari-qatami-1759325523.jpg

გრილზე მომზადებული ქათმის ფილე (150 გრ):

  • წინასწარ შეაზავეთ ლიმონის წვენით, ხმელი მწვანილებით (ორეგანო, ბაზილიკი) და გამოაცხვეთ გრილზე ან მშრალ ტაფაზე ზეთის გარეშე.

ქინოას სალათი:

  1. მოხარშეთ 50 გრ ქინოა.
  2. შეურიეთ წვრილად დაჭრილი კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ბევრი მწვანილი (ოხრახუში, ქინძი).
  3. მოასხით სოუსი: 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ჰიმალაის მარილი ზომიერად.

რატომ არის სასარგებლო? ეს სადილი მდიდარია მაღალი ხარისხის ცილით (ქათამი) და რთული ნახშირწყლებით (ქინოა), რაც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის შენარჩუნებას და ენერგიის სტაბილურ დონეს. ბოსტნეული კი უზრუნველყოფს საჭირო უჯრედისს.

ხემსი - "პრობიოტიკული ულუფა"

iogurti-1759326051.webp

ერთი ჭიქა (200 მლ) ნატურალური მაწონი ან იოგურტი:

  • შეგიძლიათ დაამატოთ ერთი ჩაის კოვზი დაფქული სელის თესლი.

რატომ არის სასარგებლო? ეს არის საუკეთესო არჩევანი საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად. პრობიოტიკები აუმჯობესებენ ნაწლავების მიკროფლორას, ხოლო სელის თესლი მდიდარია ომეგა-3-ით.

ვახშამი - "მსუბუქი ფინალი"

tevzi-1759325740.jpg

ორთქლზე მომზადებული თევზი (150 გრ):

  • აიღეთ თეთრი თევზის ფილე. მოათავსეთ ორთქლის ქვაბში ლიმონის ნაჭრებთან და კამასთან ერთად. მოამზადეთ 15-20 წუთი.

ბოსტნეული ორთქლზე:

  • ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო.

რატომ არის სასარგებლო? ეს ვახშამი მსუბუქი, ადვილად მოსანელებელი და ცილებით მდიდარია. ორთქლზე მომზადება ინარჩუნებს პროდუქტში არსებულ ყველა სასარგებლო ნივთიერებას და არ ამძიმებს კუჭს ძილის წინ.

ძილის წინ (სურვილისამებრ)

chai-1759325799.jpg

  • ერთი ჭიქა გვირილის ან პიტნის ჩაი (უშაქროდ): დაგეხმარებათ მოდუნებასა და მშვიდ ძილში.

დაიმახსოვრეთ: ამ დღის განმავლობაში აუცილებელია 2 ლიტრამდე სუფთა წყლის მიღება!

ეს მენიუ არა მხოლოდ დაგეხმარებათ თავი აარიდოთ არაჯანსაღ ცხიმებს, არამედ გაამდიდრებს თქვენს ორგანიზმს ყველა საჭირო ნუტრიენტით. გემრიელად მიირთვით და იგრძენით სიმსუბუქე.

შეგიძლიათ დაიცვათ კვირაში 1 დღე!