"რომ არ მიყვარდეთ, ამ რეცეპტს ნამდვილად არ გაგიზიარებდით… ბოლო 3 თვეში 8 კილო დავიკელი" - რა ვიდეოს აქვეყნებს მომღერალი ნუცა ბუზალაძე? - Gemrielia.ge

"რომ არ მიყვარდეთ, ამ რეცეპტს ნამდვილად არ გაგიზიარებდით… ბოლო 3 თვეში 8 კილო დავიკელი" - რა ვიდეოს აქვეყნებს მომღერალი ნუცა ბუზალაძე?

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ბოლო პერიოდში არა მხოლოდ თავისი წარმატებული მუსიკალური კარიერით, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესითაც იქცევს ყურადღებას. ახლახან მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მომღერალი საუბრობს თუ როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები.

nuca-buzaladze-1-1759737143.jpg

ნუცას თქმით, წონის კლების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო ვარჯიში და სწორი კვებაა. სწორედ ამიტომ, მომღერალმა თავის გამომწერებს ცილოვანი ბლინების ვიდეორეცეპტი გაუზიარა — რეცეპეტი, რომელიც ორგანიზმს ენერგიას მატებს და ჯანსაღი დღის დასაწყებად იდეალურია.

ცილოვანი ბლინების რეცეპტი:

  • 2 კვერცხი + 2 კვერცხის ცილა
  • 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი სტევია
  • დარიჩინის ფხვნილი
  • ½ ბანანის პიურე
  • ზემოდან მოყრილი ჩიას და მოცვის სოუსით