"ეს არის სახელდახელოდ მომზადებული მკვახე პომიდვრის საცივი და არის ძალიან გემრიელი..." - რა ვიდეოს აქვეყნებს ზურაბ შევარდნაძე?
ცნობილი ფლორისტი, "გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
ზურა შევარდნაძე ნინო კვაჭანტირაძესთან ერთად, თავის გამომწერებს მკვახე პომიდვრის საცივის ვიდეორეცეპტს უზიარებს.
ინგრედიენტები:
- პომიდორი - 10 კგ
- წითელი ბულგარული - 5 კგ
- მწვანე წიწაკა - 500 გრ.
- ხახვი - 4 კგ
- ნიორი - 400 გრ.
- უცხო სუნელი - 2 ჭიქა
- ყვითელი ყვავილი - 1 ჭიქა
- დაფქული ქინძი - 1 ჭიქა
- გატარებული თხილი - 3 ჭიქა
- მარილი გემოვნებით
- გადადუღებული ძმარი გემოვნებით.
მომზადების წესი:
დავჭრათ პომიდორი, დავაყაროთ მარილი, 2 საათის შემდეგ გავწუროთ, მოვათავსოთ საწურზე , დავადოთ სიმძიმე და დილამდე გავაჩეროთ. ცალ - ცალკე მოვთუშოთ დაჭრილი ხახვი, ბულგარული და წიწაკა.დავუმატოთ გაწურული პომიდორი,სუნელები ,თხილი , მარილი ,ძმარი და ავურიოთ. ჩავასხათ ქილებში და გავუკეთოთ სტერილიზაცია 20 წუთი.