რითი ჩავანაცვლოთ პროდუქტები რეცეპტში?
• ყავისფერი შაქარი - ჩვეულებრივი შაქრით ჩანაცვლდება.
• გამაფხვიერებელი - სოდით. მაგრამ დოზა ყოველთვის გაანახევრეთ.
• ვანილის ექსტრაქტი - ვანილინით ჩაანაცვლეთ.
• რომი -კონიაკით ან რამდენიმე წვეთი რომის ესენციით.
• ლაიმი - ლიმონით.
• სიმინდის სახამებელი - კარტოფილის სახამებელით. ზოგ შემთხვევაში ფქვილითაც ჩანაცვლდება.
• დიჟონის მდოგვი - თითქმის ჩვეულებრივი მდოგვია, მოტკბო არომატით, ამიტომ ცოტაოდენი შაქარი დაამატეთ
• ნეკერჩხლის სიროპი- ჩაანაცვლეთ თაფლით.
• ძმარი ბალზამიკო - ღვინის ძმრით (მაგრამ არის გამონაკლისებიც)
• ქოქოსის რძე - სოუსებში ჩაანაცვლეთ დაბალპროცენტიანი ნაღებით, დესერტებში ჩვეულებრივი რძით. რა თქმა უნდა გემოში განსხვავება იგრძნობა.
• ყველი პარმეზანი - შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი მაგარი სახეობის ყველით.
• სუშის ბრინჯი - ნებისმიერი მრგვალი ბრინჯით