კონსერვის მომზადების უსაფრთხო ხერხი, რათა ბოტულიზმისგან დაზღვეულები იყოთ - რას გვირჩევს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი? - Gemrielia.ge

კონსერვის მომზადების უსაფრთხო ხერხი, რათა ბოტულიზმისგან დაზღვეულები იყოთ - რას გვირჩევს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი?

შემოდგომის პერიოდში ბევრი დიასახლისი ზამთრისთვის მარაგს აკეთებს და სხვადასხვა კონსერვსა და მურაბას ამზადებს. თუმცა, კონსერვებისა და მურაბების შემთხვევაში, ბოტულიზმის საფრთხე არსებობს, რამაც შესაძლოა საკმაოდ მძიმე შედეგები, მათ შორის, პარალიზება და ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, მარიამ ჩაჩუა, გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს, როგორ ავიცილოთ ბოტულიზმი და მოვამზადოთ კონსერვები უსაფრთხოდ:

- სურსათისმიერი ბოტულიზმი არის დაავადება, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს და კუნთების პარალიზებას იწვევს. თუ 12-36 საათის წინ მიირთვით კონსერვი ან შებოლილი პროდუქტი და ქუთუთოების მოდუნებას, თვალებში გაორებას, კუნთების მოდუნებასა და დამბლის ნიშნებს გრძნობთ, სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ კლინიკას უნდა მიმართოთ.

სურსათისმიერ ბოტულიზმს კლოსტრიდიუმ ბოტულინუმი იწვევს, რომელიც გარემოში, ნიადაგშია გავრცელებული. ეს ანაერობული ბაქტერიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უჰაერო, უჟანგბადო სივრცეში მრავლდება და ტოქსინებს გამოყოფს. სწორედ ამიტომაა ის კონსერვებთან, შებოლილ პროდუქტებთან დაკავშირებული. შემთხვევები, ძირითადად, ზამთარში ვლინდება იმიტომ, რომ კონსერვებს სწორედ ამ პერიოდში მოვიხმართ. ეს სახლში, კუსტარულად დამზადებული პროდუქტების შემთხვევაშია. შესაბამის საწარმოში, სადაც კონსერვებს ყველა წესის დაცვით ამზადებენ, პროდუქტი კლოსტრიდიუმ ბოტულინუმზე მოწმდება. ამიტომ, უფრო მეტად დაცულია.

- როგორ ავიცილოთ ბოტულიზმის საფრთხე?

- პირველ რიგში, საღი პროდუქტი უნდა შევარჩიოთ. ხილი იქნება თუ ბოსტნეული - ყველა სათითაოდ გადავარჩიოთ. ლპობის პროცესი, ობის ნიშნები არც ერთ მათგანში არ უნდა იყოს დაწყებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთლიანად კონსერვს მოედება და გაგვიფუჭებს...განაგრძეთ კითხვა