"თუ ქიმიური საშუალებების გამოყენებას ერიდებით, ეს მეთოდი სცადეთ..." - როგორ გავაქროთ სამზარეულოდან ჭიანჭველები და სხვა მწერები მარტივად? - Gemrielia.ge

"თუ ქიმიური საშუალებების გამოყენებას ერიდებით, ეს მეთოდი სცადეთ..." - როგორ გავაქროთ სამზარეულოდან ჭიანჭველები და სხვა მწერები მარტივად?

გემრიელიას ფეისბუქ ჯგუფის წევრი Natiasfoodblog სოციალურ ქსელში მწერების წინააღმდეგ ქიმიის გარეშე ბრძოლის მარტივ და ეფექტურ საშუალებას გვიზიარებს:

სამზარეულოში ხშირია ჭიანჭველების და სხვა მწერების შემოსევა, თუ ქიმიური საშუალებების გამოყენებას ერიდებით, ეს მეთოდი სცადეთ:

ავადუღოთ დაახლოებით 200 მლ წყალი მიხაკის მარცვლებთან ერთად. წყალი რომ გაყვითლდება, დავუწიოთ გაზს და ძალიან ნელა და ფრთხილად დავუმატოთ 1 ჩ/კ სოდა. შემდეგ სოდა ამოქაფდება, მაგრამ სწრაფად მორევით მალევე ჩაცხრება ქაფი.მიღებულ სითხეში ჩავაგდოთ 1 ცალი დაფნის ფოთოლი და გადავიტანოთ ბოთლში. გამოყენებისას შევანჯღრიოთ და მოვასხათ იმ ადგილებში, სადაც მწერებს შენიშნავთ. მწერებში იგულისხმება მღოღავი მწერი, რადგან სითხე მხოლოდ ზედაპირზე რჩება და არა ჰაერში, ეფექტურია მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მოვასხამთ.