"ფილესაც, გაყინულ ქათამსაც და სოფლის ქათამსაც შეიძლება ჰყავდეს ბაქტერიები, რეცხვა ამას ვერ შველის..." - როგორ უნდა გავალღოთ გაყინული ქათმის ხორცი სწორად?
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, გადაცემაში "დღის პოსტი" ქათმის ხორცის სწორად დამუშავების შესახებ საუბრობს და მაყურებელს კონკრეტულ რეკომენდაციებს უზიარებს:
- ბევრ ქვეყანაში მიღებულია პრაქტიკა, რომ ქათმის ხორცი არ უნდა გაირეცხოს, რადგან როდესაც იკვლება, სასაკლაოში არსებული წესის მიხედვით, აუცილებლად გარეცხილი ქათამი უნდა დაფასოვდეს და შემდეგ რეალიზაცია მოხდეს. მიუხედავად ამ წესებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა, ჩემი პირადი აზრია, რომელიც რეალურ ფაქტებსა და ბაზარში არსებულ მდგომარეობას ეფუძნება, სასურველია, რომ ქათამი გავრეცხოთ და კარგად დავამუშაოთ. მაგრამ, წყლით გარეცხვის შემთხვევაში, იმ პათოგენურ მიკროორგანიზმებს, რომლებიც შეიძლება, ქათამს გარეკანზე ჰქონდეს, ვერ მოვაშორებთ. რეცხვა ბაქტერიებს ვერ შველის. პირიქით, თუ დაბინძურებულია, სამზარეულოში უფრო გავავრცელებთ და ამით შეიძლება, ბევრი რამ დაბინძურდეს. ამიტომ, მაინც გავრეცხოთ, მაგრამ რაც შეიძლება, მსუბუქად. ზოგი ამბობს, რომ სოდით, მჭადის ფქვილით რეცხავენ - არ არის საჭირო. მაქსიმალურად მსუბუქად გავრეცხოთ, ზედმეტი ნაწილაკები მოვაშოროთ და შემდეგ, როდესაც თერმულად დამუშავდება, მოიხარშება, შეიწვება, იქ აუცილებლად მოკვდება, თუ რამე მავნე, პათოგენური მიკროორგანიზმი არსებობდა. დუღილის შემთხვევაში კვდება 100 გრადუსზე, შეწვის შემთხვევაში, შიდა ტემპერატურა მინიმუმ 75 გრადუსი უნდა იყოს. აუცილებლად, კარგად უნდა შეიწვას, რომ ბაქტერია განადგურდეს. როდესაც ამ პროცესს მოვრჩებით, ნიჟარა საფუძვლიანად დავასუფთაოთ. შეგვიძლია, სადეზინფექციო ხსნარები გამოვიყენოთ, რომლებიც სპირტის ბაზაზეა დამზადებული. აბსოლუტურად უვნებელია და იმ დანიშნულებას, რომ ბაქტერიები გაანადგუროს, თავისუფლად მოერევა. ძმრითაც შეგვიძლია, თუმცა ეს უფრო სახლური მეთოდია. სპირტის შემცველი ხსნარი, უფრო ეფექტურია და დამტკიცებულია, რომ ბაქტერიებს საფუძვლიანად ებრძვის.
ყველანაირი ქათამი ერთნაირად უნდა დავამუშაოთ - შეიძლება, ფილესაც, გაყინულ ქათამსაც და სოფლის ქათამსაც ჰყავდეს ბაქტერიები. რისკი ყველა შემთხვევაშია. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ საკვები შესაძლოა, სოფლის ქათამმა სხვა ჭამა, ქარხნის ქათამმა - სხვა. დამუშავების მხრივ, წესები ერთნაირია.
როგორ უნდა გავალღოთ გაყინული ქათმის ხორცი სწორად?
- ყველაზე კარგი გზა საყინულიდან ქვემოთ, მაცივარში ჩამოტანა და ასე გალღობაა. ამ პროცესს მეტი დრო, დაახლოებით, 12 საათი სჭირდება, მაგრამ ყველაზე უვნებელი მეთოდია. ტემპერატურა არ აიწევს და ბაქტერიების გამრავლების რისკიც არ იქნება...განაგრძეთ კითხვა