როგორ შევწვათ წაბლი აეროგრილში? - ფუდბლოგერი მარტივ ხერხს გვიზიარებს
"გემრიელიას" ფეისბუქ ჯგუფის მომხმარებელი "Nino's cooking story/ ნინოს სამზარეულოს ამბები" აეროგრილში წაბლის შეწვის მარტივ ხერხს გვიზიარებს:
"წაბლი გავრეცხოთ თბილ წყალში კარგად და დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 5 წუთი. შემდეგ გავამშრალოთ და დავსეროთ ისე, როგორც ვიდეოშია. ამის შემდეგ აეროგრილის ძირში ჩავასხათ 30მლ წყალი, დავდოთ აეროგრილის ბადე და გადავიტანოთ წაბლი. შემდეგ შევაბრძანოთ წაბლი აეროგრილში პიცის ცხობის რეჟიმზე 200 გრადუსზე 20 წუთი და ყველ 5 წუთში ავურიოთ. სულ ესაა, მიირთვით გემრიელად!", - წერს ფუდბლოგერი.