"არ მიირთვათ ზედმეტად დაბრაწული პური და სხვა პროდუქტები... ასეთი პროდუქტები კიბოს რისკს ზრდის..." - რას გვირჩევს მარი მალაზონია?
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა რისკს შეიძლება, შეიცავდეს ზედმეტად დაბრაწული, თითქმის, დამწვარი პურისა და სხვა პროდუქტების სისტემატური გამოყენება:
- სწორედ პურის დაბრაწულ ნაწილებში შეიძლება, დაგროვდეს ნივთიერება, სახელად აკრილამიდი. სწორედ აკრილამიდის დამსახურებით, ამ პროდუქტში კანცეროგენური ნივთიერება აღმოჩნდება, ანუ ის ნივთიერება, რომელიც კიბოს რისკის ზრდას ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, ერთხელ დაბრაწული პურის მირთმევა ან ხანდახან დაბრაწული ნაწილის მირთმევა, გნებავთ პურის, გნებავთ სხვა შემწვარი პროდუქტის, ადამიანის ორგანიზმში სიმსივნურ დაავადებას არ წარმოქმნის. მაგრამ, თუ თქვენ სისტემატურად, უკიდურესად დაბრაწულ პროდუქტებს მიირთმევთ, თუ თქვენ სისტემატურად თითქმის დამწვარ პროდუქტებს გამოიყენებთ და გსიამოვნებთ ამ პროდუქტების მირთმევა, მესმის, რომ შეიძლება, ეს პროდუქტები თქვენს საგემოვნო მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდეს. მაგრამ...განაგრძეთ კითხვა