როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კარაქში მცენარეული ცხიმია გარეული - რას გვირჩევს სურსათის უვნებლობის ექსპერტი?
როგორ უნდა ამოვიცნოთ მავნე ნივთიერების შემცველი პროდუქტები - თემაზე გადაცემაში "ახალი დღე" სურსათის უვნებლობის ექსპერტი მარიამ ჩაჩუა საუბრობს:
- სამწუხაროდ, ბევრი დანამატის ამოცნობა ლაბორატორიული კვლევის გარეშე შეუძლებელია. მცენარეული ცხიმის გარჩევა სახლის პირობებშიც შეგვიძლია. მაგალითად, თუ საყინულეში მოვათავსებთ კარაქს, ის 2-3 საათში სრულად გაიყინება. მცენარეული ცხიმებით გაჯერებული პროდუქტი სირბილეს მაინც ინარჩუნებს. ან ოთახის ტემპერატურაზე როდესაც გამოვიტანთ, მცენარეული ცხიმით დამზადებული პროდუქტი წვეთებს იკეთებს, კარაქი - არა. შეგვიძლია, მსგავსი ექსპერიმენტი სახლში ჩავატაროთ.
მავნებლობის თვალსაზრისით, საღებავებს, კონსერვანტებს, დამატკბობლებს გამოვყოფდი. მაღალ ტემპერატურაზე შენახვის პირობებში, მაგალითად, უფრო მეტად ეს ტკბილ გაზიანი სასმელებს ეხება, ასპარტამი დამატკბობელია, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე, +30 გრადუსსა და მეტ ტემპერატურაზე, ტოქსიკურ ნივთიერებად გარდაიქმნება.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ სად ინახება პროდუქტი, სანამ სარეალიზაციო დახლამდე გავა. არ შეიძლება, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ იყოს...განაგრძეთ კითხვა