როგორ შეარჩიოთ და შეიძინოთ საუკეთესო აეროგრილი ბიუჯეტურ ფასად: MOVA-ს აეროგრილებზე წინასაახალწლო ფასდაკლება დაიწყო! - Gemrielia.ge

როგორ შეარჩიოთ და შეიძინოთ საუკეთესო აეროგრილი ბიუჯეტურ ფასად: MOVA-ს აეროგრილებზე წინასაახალწლო ფასდაკლება დაიწყო!

დღევანდელ ყოველდღიურობაში, როცა დრო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსია, ოჯახები სულ უფრო ხშირად ეძებენ ტექნიკას, რომელიც სამზარეულოში ყოფნას გაამარტივებს, შეამცირებს კერძების მომზადების დროს და ამავდროულად ჯანსაღი კვების საშუალებას მისცემს. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე, აეროგრილები ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. აეროგრილი საშუალებას გვაძლევს მოვამზადოთ ხრაშუნა და გემრიელი კერძები მინიმალური ცხიმით ან სრულიად მის გარეშე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე ყოველდღიური კომფორტისთვის. თანამედროვე აეროგრილები აღარ არის მხოლოდ შესაწვავი აპარატი, ისინი მრავალფუნქციური მოწყობილობებია, რომელშიც შესაძლებელია გამოცხობა, გრილზე მომზადება, ხილის გამოშრობა და სხვა.

თუ აეროგრილის შეძენას აპირებთ, მისი არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება, რათა მოწყობილობა მაქსიმალურად მოერგოს თქვენს საჭიროებებს.

  1. მოცულობა: პატარა ოჯახებისთვის ან ერთ–ორი ადამიანისთვის საკმარისია 5–6 ლიტრიანი მოდელები, ხოლო დიდი ოჯახებისთვის იდეალურია 8–9 ლიტრიანი ან უფრო ტევადი აეროგრილები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადების საშუალებას იძლევა;
  2. სიმძლავრე და ტემპერატურის დიაპაზონი: მაღალი სიმძლავრე უზრუნველყოფს სწრაფ და თანაბარ მომზადებას. მნიშვნელოვანია ასევე ტემპერატურის ფართო დიაპაზონი, რათა შეძლოთ როგორც მსუბუქი გამოცხობა, ისე ინტენსიური გრილვა.
  3. ფუნქციები და პროგრამები: თანამედროვე მოდელებს აქვთ წინასწარ დაყენებული პროგრამები ხორცისთვის, ბოსტნეულისთვის, ცომეულისთვის და სხვა კერძებისთვის, რაც ამარტივებს გამოყენებას და ამცირებს შეცდომების ალბათობას.
  4. მართვის ტიპი და მოვლა: სენსორული პანელი, მარტივი მართვა და ადვილად გასაწმენდი ნაწილები ყოველდღიურ მოხმარებას ბევრად უფრო კომფორტულს ხდის.

MOVA თანამედროვე ტექნოლოგიური ბრენდია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ინოვაციას, პრაქტიკულ დიზაინს და მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს. ბრენდის სამზარეულოს ტექნიკა გამოირჩევა მაღალი ხარისხის მასალებით, ფუნქციური გადაწყვეტებითა და საიმედოობით. MOVA-ს ფილოსოფია ეფუძნება იდეას, რომ ტექნიკა უნდა ამარტივებდეს ყოველდღიურ ცხოვრებას და არა პირიქით, სწორედ ამიტომ MOVA-ს აეროგრილები აერთიანებს სიმძლავრეს, მრავალფუნქციურობასა და თანამედროვე დიზაინს ერთ მოწყობილობაში.

ამ ეტაპზე MOVA-ს სამზარეულოს ტექნიკაზე მოქმედებს საახალწლო ფასდაკლებები, რომლებიც 11 იანვრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ აქციები ვრცელდება როგორც უკვე არსებულ, ასევე ახლად დამატებულ მოდელებზეც.

MOVA FD10 Pro

mova-1-1766056617.jpg

  • მოცულობა: 6 ლ
  • სიმძლავრე: 1800W

6-ლიტრიანი მოცულობის აეროგრილი, რომელიც იდეალურად შეეფერება საშუალო ზომის ოჯახებს ან მათ, ვისთვისაც პრიორიტეტია ყოველდღიურად სწრაფად და კომფორტულად საჭმლის მომზადება. მაღალი ეფექტურობის გათბობის სისტემა უზრუნველყოფს საკვების თანაბარ და სწრაფად მომზადებას, ხოლო ინტუიციური მართვის პანელი პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს. ენერგოეფექტური მუშაობა და პრაქტიკული ფუნქციონალი კი MOVA FD10 Pro-ს სანდო და მოსახერხებელ არჩევანად აქცევს ყოველდღიური გამოყენებისთვის.

მიმდინარე ფასი: 299 ლარი (ნაცვლად 389 ლარისა)

შეძენა ფიზიკურად:

ონლაინ უფასო მიწოდებით (Ecostore.ge):

MOVA FD20 Pro

mova-2-1766056674.jpg

  • მოცულობა: 9 ლ
  • სიმძლავრე: 2700W

MOVA FD20 Pro - ეს არის 9 ლიტრიანი აეროგრილი, რომელიც იდეალურია დიდი ოჯახებისთვის.

მისი მთავარი უპირატესობაა 360° Hot Poly Air™ ცირკულაციის ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ცხელი ჰაერის თანაბარ განაწილებას მთელი კამერის მასშტაბით. შედეგად, კერძი იბრაწება ორივე მხრიდან ერთდროულად, ზედა და ქვედა მხარე სრულყოფილად მზადდება და ინარჩუნებს სურნელოვან ტექსტურას.

მიმდინარე ფასი: 419 ლარი (ნაცვლად 579 ლარისა)

შეძენა ფიზიკურად:

ონლაინ უფასო მიწოდებით:

MOVA AF10 Pro

mova-3-1766056742.jpg

MOVA AF10 Pro Air Fryer კომპაქტური და მრავალფუნქციური მოდელია, რომელიც იდეალურად ერგება ყოველდღიურ საჭიროებებს. 4 ლიტრიანი მოცულობა და 1550 W სიმძლავრე უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ მომზადებას, ხოლო ფუნქციების ფართო სპექტრი: შეწვა, გამოცხობა, ტოსტინგი, ორთქლზე მომზადება, გალღობა, ჩირისა და იოგურტის დამზადება, ასევე გათბობა, საშუალებას გაძლევთ ერთი მოწყობილობით მოამზადოთ მრავალფეროვანი კერძები. მეტალის შიდა კორპუსი გამძლეობას უზრუნველყოფს, ხოლო გამჭვირვალე ფანჯარა საშუალებას გაძლევთ მარტივად აკონტროლოთ მომზადების პროცესი.

მიმდინარე ფასი: 289 ლარი (ნაცვლად 339 ლარისა)

შეძენა ფიზიკურად:

ონლაინ უფასო მიწოდებით:

MOVA AF20 Pro

mova-4-1766056782.jpg

MOVA AF20 Pro Air Fryer ტრადიციული ტიპის აეროგრილია შუშის ჭურჭლით, რომელიც აერთიანებს კლასიკურ მომზადების მეთოდებს თანამედროვე ტექნოლოგიასთან. 1700 W სიმძლავრის brushless (უფუნჯო) ძრავი უზრუნველყოფს სტაბილურ, ჩუმ და ეფექტურ მუშაობას. მრავალფუნქციური შესაძლებლობები: შეწვა, გამოცხობა, ტოსტინგი, ორთქლზე მომზადება, სუპების მომზადება, გალღობა, ჩირი, იოგურტი და გათბობა, საშუალებას გაძლევთ ერთი მოწყობილობით მოამზადოთ როგორც ყოველდღიური, ისე უფრო მრავალფეროვანი კერძები, კომფორტულად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

მიმდინარე ფასი: 549 ლარი (ნაცვლად 599 ლარისა)

შეძენა ფიზიკურად:

ონლაინ უფასო მიწოდებით

MOVA Grill IG20 Pro

mova-5-1766056810.jpg

სიმძლავრე: 3075W

MOVA Grill IG20 Pro არის AI-ზე დაფუძნებული ჭკვიანი მულტიგრილი, რომელიც აერთიანებს აეროგრილის, ბარბიქიუსა და ორთქლზე მომზადების ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში. მრავალფეროვანი მომზადების რეჟიმები: searing (ინტენსიური შეწვა), გამოცხობა, ტოსტინგი, ორთქლზე მომზადება, გალღობა, ჩირის გაშრობა, ფერმენტაცია (იოგურტი) და გაცხელება საშუალებას გაძლევთ მარტივად მოამზადოთ როგორც ხორცი, ისე ბოსტნეული და სხვა კერძები. 6.5 ლიტრიანი შიდა მოცულობა და ფართო ტაფები (35.5 × 23 სმ) იდეალურია ოჯახური კერძებისთვისა და სტუმრების მისაღებად, ხოლო ჭკვიანი AI კონტროლი უზრუნველყოფს თანაბარ, ზუსტ და პროფესიონალურ შედეგს.

მიმდინარე ფასი: 699 ლარი (ნაცვლად 789 ლარისა)

შეძენა ფიზიკურად:

ონლაინ უფასო მიწოდებით:

აეროგრილი დღეს აღარ არის ფუფუნება, ის თანამედროვე ოჯახის პრაქტიკული დამხმარეა, რომელიც ამცირებს სამზარეულოში გატარებულ დროს და ამავდროულად გვაძლევს ჯანსაღი და მრავალფეროვანი კერძების მომზადების შესაძლებლობას.

R