რამდენ ხანს შეიძლება მაიონეზიანი კერძების შენახვა მაცივარში... - რას გვირჩევს სურსათის უვნებლობის ექსპერტი - Gemrielia.ge

რამდენ ხანს შეიძლება მაიონეზიანი კერძების შენახვა მაცივარში... - რას გვირჩევს სურსათის უვნებლობის ექსპერტი

ხშირად კერძს, რომელიც სადღესასწაულო სუფრაზე დიდი ხნის განმავლობაში გვიდევს, ისევ მაცივარში ვინახავთ ხოლმე და რამდენიმე დღე მივირთმევთ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რეალურად, რამდენ ხანს ინარჩუნებს საკვები უვნებლობას და როგორ უნდა დავიცვათ თავი მოწამვლისაგან. გადაცემაში "დღის პოსტი" სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ირაკლი არაბული, საკვების უვნებლობის შესახებ საუბრობს და სადღესასწაულო დღეების წინ, მოსახლეობას რეკომენდაციებს უზიარებს:

- საახალწლო სუფრის უვნებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის პროდუქტი, რომელიც სუფრაზეა და რასაც ვამზადებთ, ჩვენი ჯანმრთელობისათვის უვნებელი უნდა იყოს.

საცივი ახალ წელს, ალბათ, ყველას აქვს. როდესაც საცივს სუფრაზე მოვათავსებთ, 2 საათის განმავლობაში შეგვიძლია, სუფრაზე დავტოვოთ. შემდეგ კი მაცივარში შევინახოთ. თუ 4 საათის განმავლობაშია სუფრაზე, შეგვიძლია, მივირთვათ. მაცივარში შენახვა აღარ შეიძლება. თუ სუფრაზე 6 საათის განმავლობაშია გაჩერებული, არც საცივის და არც სხვა კერძების მირთმევა უკვე აღარ შეიძლება.

2 საათის შემდეგ ბაქტერიები ოთახის ტემპერატურაზე გამრავლებას იწყებენ. რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა, უფრო მარტივად ხდება მათი გამრავლება. ამიტომ, 2 საათია ის ზღვარი, რა დროშიც ბაქტერიები არ მრავლდებიან. ბაქტერიების გარკვეული რაოდენობაა საჭირო, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში გახდეს. რაც უფრო მეტი დრო გადის, რაოდენობაში მით მეტად იზრდება. შესაბამისად, დიდი რაოდენობით ბაქტერიები ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა...განაგრძეთ კითხვა