ცნობილი შეფმზარეულის ლუკა ნაჭყებიას ჩიხირთმის რეცეპტი - ტრადიციული კერძის განსხვავებული ვერსია - Gemrielia.ge

ცნობილი შეფმზარეულის ლუკა ნაჭყებიას ჩიხირთმის რეცეპტი - ტრადიციული კერძის განსხვავებული ვერსია

თუ ფიქრობთ, რომ კლასიკური ჩიხირთმით ვეღარავის გააკვირვებთ, ეს რეცეპტი თქვენს წარმოდგენას შეცვლის. ცნობილი შეფმზარეული, ლუკა ნაჭყებია, Chef Cave-ის Youtube არხზე გვთავაზობს ქართული სამზარეულოს მარგალიტის სრულიად განსხვავებულ ვერსიას, სადაც ფრანგული „რუ“, არომატული მწვანე სოუსი და ლაიმის მჟავე ნოტები ერთიანდება:

პირველ რიგში, დავჭრათ ქათამი, ფილე დავამარინადოთ მარილწყალში და შევინახოთ.

დარჩენილი ჯუჯულა დავამარილოთ და გავაკეთოთ ბულიონი, და დავუმატოთ ნახევარი ხახვი.

ასევე დაგვჭირდება 2 კბილი ნიორი (მოვშუშოთ).

სოუსისთვის დაგვჭირდება:

  • კამა და ქინძი
  • 1 კბილი ნიორი
  • 4 სუფრის კოვზი ძმარი
  • 4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი

ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ და დავამატოთ 1 კვერცხის გული, შემდეგ ისევ დავაბლენდეროთ და გადავწუროთ.

რუ

  • ფქვილი მოვხალოთ და დავამატოთ 50 გრამი კარაქი.
  1. 50 გრამი რუ დავამატოთ კარამელიზირებულ ხახვს და ნიორს და დავაბლენდეროთ.
  2. დავუმატოთ ცოტაოდენი ბულიონი და გავაგრძელოთ დაბლენდერება
  3. წამოდუღების შემდეგ გავთიშოთ ვაცადოთ გაგრილება
  4. დავამატოთ 2 კვერცხი და დავაბლენდეროთ
  5. შემდეგ ეტაპზე, გავაცხელოთ ტაფა და ქათმის დამარინადებული ფილეები შევბრაწოთ.
  6. შემდეგ დავადეგლაზიროთ წყლით, დავამატოთ ცხარე წიწაკა და ლაიმის წვენი.

ჩიხირთმა მზადაა!