"ლობიანის გულსართი რომ არ დაიფშვნას..." - მარტივი ხრიკი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს! - Gemrielia.ge

"ლობიანის გულსართი რომ არ დაიფშვნას..." - მარტივი ხრიკი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს!

გამოცდილი ფუდბლოგერი Natiasfoodblog სოციალურ ქსელში აზიარებს მარტივ, მაგრამ ეფექტურ ხრიკს, თუ როგორ უნდა მივიღოთ ლობიანის იდეალური გულსართი. აღმოჩნდა, რომ საიდუმლო ერთ კონკრეტულ ინგრედიენტშია, რომელიც მას განსაკუთრებულ წებოვნებას სძენს და დაფშვნისგან იცავს:

„ბევრ ცხიმში - ნამდვილად არა! საიდუმლო კარტოფილშია.

იმისთვის, რომ ლობიანის გული არ დაიფშვნას, ასეთ ხრიკს მიმართავენ: ცხელ, მოხარშულ ლობიოს ცხელსავე მოხარშულ კარტოფილს შეაზელენ. სწორედ კარტოფილი სძენს მას წებოვნებას, რის შემდეგაც გულსართი აღარ იშლება.

არ ვიცი, მხოლოდ ესაა თუ არა მიზეზი, მაგრამ უნდა ვაღიარო - ჩემი შვილები (ბებოს ლობიანების შემდეგ) საცხობის ლობიანზე გიჟდებიან. თუმცა, მე თუ მკითხავთ, ბევრ ცხიმში ამოლესილ ლობიანს მაინც არაფერი შეედრება!“, - წერს ფუდბლოგერი.