„პური, რომელიც არ ასუქებს... იდეალურია მათთვის, ვინც წონას უფრთხილდება“ - ნატა გაგუას რეცეპტი
ხშირად გვესმის, რომ პური ჯანსაღი რაციონის „მტერია“ და წონაში კლების პირველი ნაბიჯი სწორედ მასზე უარის თქმაა. თუმცა, ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა ამ საკითხს ფუნდამენტურად განსხვავებული პრიზმიდან უყურებს.
მისი თქმით, პრობლემა არა თავად პურში, არამედ მის ბიოქიმიურ შემადგენლობასა და მაღალ გლიკემიურ ინდექსშია, რომელსაც თანამედროვე, რაფინირებული ფქვილი განაპირობებს.
ნატა გაგუა გვთავაზობს პურის განსხვავებულ რეცეპტს, სადაც ნახშირწყლების აგრესიულ გავლენას ბოსტნეულის უჯრედისი და მცენარეული ცილა ანაცვლებს. ეს არ არის უბრალოდ საკვები, ეს არის ორგანიზმისთვის გასაგებ ენაზე დაწერილი ფორმულა, რომელიც ნაყროვანების შეგრძნებას ხანგრძლივად ინარჩუნებს და მეტაბოლიზმს „სწორ რეჟიმში“ ამუშავებს.
რას წერს სოციალურ ქსელში ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა:
პური, რომელიც არ ასუქებს? კი, ეს შესაძლებელია! დაივიწყეთ მაღაზიის ცომეული — ეს რეცეპტი თქვენს წარმოდგენას შეცვლის პურზე! ფუმფულა, სასარგებლო და მხოლოდ 5 ინგრედიენტით. იდეალურია მათთვის, ვინც უფრთხილდება წონას ან უბრალოდ ჯანსაღი კვება უყვარს.
დაგჭირდებათ:
- 1 თავი ახალი ბროკოლი
- 3 კვერცხი
- 1/2 ჭიქა წიწიბურას ფქვილი
- 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ჩ.კ. მარილიგოგრის ან მზესუმზირას თესლები (მოსაყრელად)

მომზადების წესი:
- მომზადება: ბროკოლი დაანაწევრეთ ყვავილებად და დააბლენდერეთ წვრილად (ნუ აქცევთ პიურედ, უბრალოდ დააქუცმაცეთ).
- შერევა: დაქუცმაცებულ მასას დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.
- მასის მიღება: ყველაფერი კარგად აურიეთ (ან დააბლენდერეთ), სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- გამოცხობა: ჩაასხით ფორმაში, მოაყარეთ თესლები და აცხვეთ 180°C-ზე 45 წუთის განმავლობაში.სულ ეს არის! მიიღებთ უგემრიელეს, ვიტამინებით სავსე პურს, რომელიც ბავშვებსაც კი შეუყვარდებათ.