"შეწყვიტეთ შიმშილი... რატომ სრულდება დიეტების 90% უშედეგოდ?" - რას წერს ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი - Gemrielia.ge

"შეწყვიტეთ შიმშილი... რატომ სრულდება დიეტების 90% უშედეგოდ?" - რას წერს ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი

„შეწყვიტეთ შიმშილი. სხეული არ არის თქვენი მტერი,“ - წერს ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა.

მისი თქმით, ზედმეტი წონა ხშირად არა სისუსტის, არამედ ერთგვარი ფსიქოლოგიური „ჯავშნის“ შედეგია.

წონა სიმპტომია და არა მიზეზი

როდესაც ვაგროვებთ წყენას, შიშს და გამოუთქმელ ემოციებს ე.წ. „ფსიქოლოგიურ ტოქსინებს“, სხეული იწყებს დაცვას და ქმნის ბუფერს გარე სამყაროსთან. მაშინაც კი, თუ ზომიერად ჭამთ, კორტიზოლი (სტრესის ჰორმონი) ცხიმს მაინც ინარჩუნებს, რადგან თქვენი „შინაგანი ბავშვი“ თავს დაუცველად გრძნობს.

„ტრანსფორმაცია იწყება არა თეფშზე, არამედ სარკეში საკუთარ თავთან გულწრფელი შეხვედრით.“

3 ფსიქოლოგიური გასაღები ტრანსფორმაციისთვის:

  1. დაასრულეთ ომი საკუთარ თავთან ნუ ეჩხუბებით სხეულს. ადლერის პრინციპით, შეცვალეთ მიზანი: არა „დაკლება“, არამედ თავისუფლება.
  2. გააცნობიერეთ შფოთვის მიზეზი დააკვირდით, რას გაურბიხართ ჭამის დროს - მარტოობას თუ მოწყენილობას? დაარქვით ემოციას სახელი და ის ძალას დაკარგავს.
  3. ძილი, როგორც წამალი ქრონიკული უძილობა იწვევს მეტაბოლურ დისბალანსს. მიეცით სხეულს დასვენების საშუალება და მეტაბოლიზმი თავად დაიწყებს აღდგენას.

დაიმახსოვრეთ: წონა არ არის პრობლემა, წონა არის სიმპტომი!